ერგნეთის ბაზრობა ერთ დროს კონტრაბანდის ცენტრი, „სახალხო დიპლომატიის“ სიმბოლოდაც ითვლებოდა. ბაზრობის დახურვიდან 20 წლის შემდეგ, 2023 წელს, ტერიტორიის ნაწილი სიმბოლურ ფასად კერძო კომპანიამ იყიდა. სახელმწიფოსთან გარიგების პირობების მიხედვით, ინვესტორს აქ კომერციული ინფრასტრუქტურა უნდა შეექმნა.