Добавить новость


World News in Georgian


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

სუსში დაწყებული გამოძიების ფარგლებში გამოიკითხა გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე

სამ საათს გაგრძელდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ვახტანგ კაპანაძის, გენერალური შტაბის ყოფილი უფროსის, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძის გამოკითხვა.

გამოკითხვაზე ის სუსში უცხო ქვეყნისთვის, უცხოეთის ორგანიზაციისთვის ან უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარების მუხლით დაწყებული გამოძიების ფარგლებში დაიბარეს.

სახელმწიფო უსაფრთხოების შენობიდან გამოსული გენერალ-მაიორი ჟურნალისტებთან მცირე კომენტარით შემოიფარგლა.

თქვა, რომ გამოკითხვაზე მოწმის სტატისით იყო დაბარებული. არ დაუკონკრეტებია, რა კითხვები ჰქონდა მასთან გამოძიებას.

„რა კითხვებიც დამისვეს, იმ კითხვებზე ვუპასუხე. როგორც მოწმე, ისე ვიყავი დაბარებული ზოგადად, არსებულ ვითარებაზე“.

5 მარტს, „პალიტრანიუსის“ ეთერში საუბრისას, ვახტანგ კაპანაძემ განაცხადა, რომ არ არის გამორიცხული, ირანის დარტყმის ობიექტი ბაქო-ჯეიჰანის ნავთობსადენის საქართველოს მონაკვეთიც გახდეს, რადგან ეს ნავთობსადენის ყველაზე დაუცველი მონაკვეთია.

სისხლის სამართლის კოდექსის 319-ე მუხლით დაწყებული გამოძიების ფარგლებში მაგისტრატ მოსამართლესთან უკვე გამოიკითხნენ:

თინა ხიდაშელი, "ქართული ოცნების" მთავრობის ყოფილი თავდაცვის მინისტრი, "სამოქალაქო იდეის" ხელმძღვანელი;ისტორიკოსი გუბაზ სანიკიძე, 4 მოწვევის პარლამენტის წევრი და ყოფილი ვიცე-სპიკერი;გიორგი კანდელაკი, 3 მოწვევის პარლამენტის წევრი, საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის პროექტების მენეჯერი.

გამოკითვაზე ასევე დაბარებულია გივი თარგამაძე, 3 მოწვევის პარლამენტის წევრი, თუმცა, ის საქართველოში არ იმყოფება. მან 7 მარტს სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მზად არის კითხვებს ან წერილობით ან დაბრუნებისას უპასუხოს. მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს დატოვებისას პრობაციის ბიუროს უფროსის ხელმოწერილი დოკუმენტი წარადგინა, რომ ქვეყნიდან გასვლის უფლება ჰქონდა.

გივი თარგამაძემ საპატიმრო 7 თვიანი პატიმრობის შემდეგ, ახლახან, 2026 წლის 26 იანვარს დატოვა. სასამართლომ მას პატიმრობა და 2 წლით სახელმწიფო დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლების აკრძალვა სადავო პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო მიუსაჯა.

8 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართული ორსაათიანი გამოკითხვის შემდეგ, გიორგი კანდელაკმა ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებს კითხვები იმ კვლევასთან დაკავშირებით ჰქონდათ, რომლის ერთ-ერთი თანაავტორი სწორედ ის არის.

მისი თქმით, გამომძიებლები დაინტერესდნენ, რატომ დაემთხვა კვლევის გამოქვეყნება ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებს.

8 მარტს გამოიკითხა მაგისტრატი მოსამართლის წინაშე თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელიც. თინა ხიდაშელმა ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ პრობლემას ვერ ხედავს იმაში, რომ გამოკითხვაზე დაიბარეს, გამოთქვა იმედი, რომ „ფუნდამენტურად შეისწავლიან საკითხს“, რომლის შესახებაც მან რამდენიმე დღის წინ, ტელეკომპანია ტვ პირველის პირდაპირ ეთერში ისაუბრა და დაამატა, რომ მისი „ამოცანა მიღწეულია“.

სუსის მიერ გამოკითხვაზე დაბარებული ყველა პირის გამოკითხვა მათ მიერ, ირანთან დაკავშირებული კომენტარების გაკეთებასა და ირანთან მიმართებაში გამოქვეყნებულ კვლევას უკავშირდება.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus