Добавить новость
World News in Georgian


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

სამშობლოში დაბრუნდნენ უნგრეთში დაკავებული უკრაინელი ინკასატორები

უნგრეთში დაკავებული უკრაინელი ინკასატორები სამშობლოში დაბრუნდნენ - აცხადებს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრი სიბიჰა.

"პრეზიდენტ ზელენსკის უკვე ვაცნობე ის, რომ ჩვენ შევძელით მიგვეღწია ბუდაპეშტში დაკავებული უკრაინის შვიდი მოქალაქის გათავისუფლებისთვის. ისინი უკვე უსაფრთხოდ არიან და უკრაინის საზღვარი გადმოკვეთეს" - წერს მინისტრი.

ხუთშაბათს უნგრეთში დააკავეს უკრაინის სახელმწიფო შემნახველი ბანკის, Ощадбанк-ის ორი მანქანა, რომლებშიც იდო 40 მილიონი ამერიკული დოლარი, 35 მილიონი ევრო და ცხრა კილოგრამი ოქრო. აღიძრა სისხლის სამართლის საქმე ფულის გათეთრების ეჭვის საფუძველზე.

როგორც უნგრეთის ხელისუფლების ოფიციალური წარმომადგენელი, ზოლტან კოვაჩი იუწყებოდა, ფულისა და ოქროს გადატანის ოპერაცია ხორციელდებოდა უკრაინის უშიშროების სამსახურის ყოფილი გენერლის, უკრაინის საჰაერო ძალების ყოფილი მაიორის და სამხედრო გამოცდილების მქონე კიდევ რამდენიმე პირის ხელმძღვანელობით. კოვაჩი დასძენდა, რომ დაკავებულ პირებს ქვეყნიდან გააძევებდნენ.

Ощадбанк-ი აცხადებს, რომ ინკასატორები ახორციელებდნენ უცხოური ვალუტისა და საბანკო მეტალების რეგულარულ გადატანას Ощадбанк-ს და ავსტრიის Raiffeisen Bank-ს შორის. Ощадбанк-ის თქმით, ინკასატორთა სამსახურის ორი ავტომობილი და ინკასაციის ბრიგადის 7 თანამშრომელი უნგრეთში 5 მარტს დააკავეს ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, რადგან მათ ვალუტა და ოქრო გადაზიდვების საერთაშორისო წესებისა და ევროპის საბაჟო პროცედურების დაცვით გადაჰქონდათ.

სიბიჰას თქმით, "არსობრივად, საქმე ეხება მძევლების აყვანას და უნგრეთის ფულის მოპარვას" ... "ეს სახელმწიფო ტერორიზმი და რეკეტია" - წერდა სიბიჰა პლატფორმაზე X.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 7 მარტს მოქალაქეებს ურჩია თავი შეიკავონ უნგრეთში გამგზავრებისგან, "მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფის შეუძლებლობის გათვალისწინებით, უნგრეთის ხელისუფლების თვითნებური ქმედებების ფონზე".

სამინისტრო აღნიშნავს, რომ ეს რეკომენდაცია გაიცა "უკრაინის შვიდი მოქალაქის გატაცების და სახელმწიფო ბანკის ქონების ბუდაპეშტში მოპარვის" შემთხვევასთან დაკავშირებით.

უნგრეთსა და უკრაინას შორის ურთიერთობა კიდევ უფრო დაიძაბა მას შემდეგ, რაც 2026 წლის იანვრის ბოლოდან შეწყდა მილსადენ „დრუჟბით“ უკრაინის გავლით უნგრეთისა და სლოვაკეთისთვის რუსული ნავთობის მიწოდება.

კიევმა განაცხადა, რომ ლვოვის ოლქში არსებული მილსადენის ტექნოლოგიური, დამხმარე დანადგარი რუსეთის ჯარების დარტყმის შედეგად დაზიანდა. უნგრეთის და სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრებმა უკრაინა ტრანზიტის განახლების ხელოვნურად, პოლიტიკური მიზნებით გაჭიანურებაში დაადანაშაულეს. მათ კიევმა მიუთითა, რომ პრეტენზიების ადრესატი კრემლია.

"დრუჟბით“ ნავთობის ტრანზიტის შეწყვეტის გამო უნგრეთმა სლოვაკეთთან ერთად 23 თებერვალს დაბლოკა რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების მე-20 პაკეტი. ბუდაპეშტმა უარი თქვა უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს კრედიტის გამოყოფის მხარდაჭერაზეც და განაცხადა, რომ გადაწყვეტილებას გადახედავს მას შემდეგ, რაც განახლდება უკრაინის გავლით რუსული ნავთობის ტრანზიტი.

2 მარტს უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ სატელიტური ფოტოების მიხედვით, „დრუჟბის“ მუშაობის განახლებისთვის არანაირი შეფერხება არ არსებობს. უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის საპასუხო კომენტარი იყო, რომ სატელიტური ფოტოებით ყველა დეტალის გარკვევა შეუძლებელია.

5 მარტს ზელენსკიმ ივარაუდა, რომ მილსადენის მუშაობის აღდგენას დაახლოებით თვე-ნახევარი დასჭირდება. იმავე დღეს უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ უკრაინის ნავთობ-ბლოკადას „ძალით გაარღვევენ" და „დრუჟბა" უნგრეთის ენერგეტიკას ისევ მოამარაგებს.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus