Добавить новость
World News in Georgian


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

WP: რუსეთი ირანს აწვდიდა ინფორმაციას აშშ-ის სამხედრო ობიექტების მდებარეობის შესახებ

ომის დაწყებიდან მოყოლებული, რუსეთი ირანს აწვდიდა ინფორმაციას ამერიკული სამხედრო ობიექტების, მათ შორის სამხედრო გემებისა და თვითმფრინავების ადგილმდებარეობის შესახებ, იტყობინება The Washington Post დაზვერვასთან დაკავშირებულ სამ წყაროზე დაყრდნობით.

„როგორც ჩანს, ეს საკმაოდ მასშტაბური ინიციატივაა“, თქვა ერთ-ერთმა წყარომ.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, ირანისთვის სამიზნეების განსაზღვრაში რუსეთის დახმარების მასშტაბები გაურკვეველი რჩება. ოფიციალური პირების თქმით, ირანის სამხედროების უნარი, აღმოაჩინონ აშშ-ის ჯარები, შესუსტდა ოპერაციის დაწყებიდან ერთ კვირაზე ნაკლებ დროში.

1 მარტს ქუვეითში ირანის დრონის იერიშის შედეგად ექვსი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა და კიდევ რამდენიმე დაიჭრა. The Washington Post-ის ცნობით, ირანმა ათასობით მოიერიშე დრონი და ასობით რაკეტა გაუშვა აშშ-ის სამხედრო პოზიციების, საელჩოებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართულებით.

CIA-მ და პენტაგონმა კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვეს. რუსეთის საელჩომ ვაშინგტონში არ უპასუხა გამოცემის თხოვნას, კომენტარი გაეკეთებინა.

აშშ-მა და ისრაელმა 28 თებერვალს დაიწყეს ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია. პენტაგონმა განაცხადა, რომ ექვს დღეში აშშ-ის სამხედროებმა 30-ზე მეტი ირანული გემი ჩაძირეს და მისი გამშვები დანადგარების 60 პროცენტი გაანადგურეს, ხოლო ირანის მხრიდან ბალისტიკური რაკეტებით თავდასხმები 90 პროცენტით შემცირდა.

პენტაგონის ხელმძღვანელმა პიტ ჰეგსეთმა გააფრთხილა თეირანი, რომ ცდება, თუ ფიქრობდა, რომ აშშ-ს არ შეუძლია მიმდინარე ომის გაძლება და დასძინა, რომ ამერიკულმა ძალებმა საბრძოლო ოპერაციები მხოლოდ ახლა დაიწყეს. ისრაელის თავდაცვის ძალების შტაბის უფროსმა, გენერალმა ეიალ ზამირმა, განაცხადა, რომ ისრაელის ძალები იწყებენ ირანის წინააღმდეგ დარტყმების ახალ ფაზას, რომლის მსვლელობისას ისინი „რეჟიმს და მის სამხედრო პოტენციალს კიდევ უფრო გაანადგურებენ“.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus