Добавить новость


World News in Georgian


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

ირანი 700-ზე მეტი დაღუპულის შესახებ იუწყება

ორგანიზაცია „წითელი ნახევარმთვარის“ ირანის ოფისი, რომლის საქმიანობასაც ისლამური რესპუბლიკის ხელისუფლება აკონტროლებს, აშშ-ისა და ისრაელის სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ 700-ზე მეტი დაღუპულის შესახებ იუწყება. ანალოგიურ მონაცემებს ფლობს უფლებადამცველი ორგანიზაცია Human Rights Activists in Iran(HRANA), რომელიც აშშ-დან საქმიანობს.

„წითელი ნახევარმთვარის“ მიერ 3 მარტს გავრცელებული ინფორმაციით, 28 თებერვლიდან ირანის 150-ზე მეტ რაიონში დაიღუპა 787 ადამიანი, მათ შორის 176 ბავშვი.

HRANA-ს მონაცემებით, 2 მარტის ჩათვლით დარეგისტრირებული იყო 742 ადამიანის, მათ შორის 176 ბავშვის სიკვდილი. სამოქალაქო მოსახლეობაში დაჭრილთა რიცხვია 971, მათ შორის 115 ბავშვი.

ირანის ხელისუფლების თანახმად, 28 თებერვლიდან დაღუპული არასრულწლოვანებიდან 165 იყო ქალაქ მინაბის გოგონათა სკოლის მოსწავლე. თეირანმა ამ სკოლაზე დარტყმაში აშშ და ისრაელი დაადანაშაულა სამხედრო ოპერაციის დაწყებიდან მალევე. აშშ-ს და ისრაელს სკოლაზე დარტყმა არ დაუდასტურებიათ.

28 თებერვალს ისრაელმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაცია დაიწყეს. ირანმა საპასუხო შეტევა მიიტანა ისრაელზე და შეერთებული შტატების სამხედრო ბაზებზე კატარში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ბაჰრეინში, საუდის არაბეთსა და ქუვეითში. დარტყმა იყო სამოქალაქო ობიექტებზეც.ისრაელის და აშშ-ის სამხედრო ოპერაციის პირველ დღეს, 28 თებერვალს მოკლეს ისლამური რესპუბლიკის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ხამენეი და ირანის ხელისუფლების არაერთი სამხედრო მაღალჩინოსანი.ირანის წინააღმდეგ მასშტაბურ სამხედრო ოპერაციას წინ უძღოდა აშშ-ისა და ისლამური რესპუბლიკის უშედეგო მოლაპარაკებები ირანის ბირთვულ პროგრამაზე. ვაშინგტონი მოითხოვდა პროგრამის დახურვას, თეირანი კი ირწმუნებოდა, რომ პროგრამას მხოლოდ მშვიდობიანი მიზნები აქვს.აშშ-ის თანახმად, ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის დაწყების საფუძველი იყო დასკვნა, რომ ბირთვული პროგრამის შეზღუდვაზე უარის გარდა, თეირანი ემზადებოდა სარაკეტო დარტყმებისთვის აშშ-ისა და მისი მოკავშირეების წინააღმდეგ.აიათოლა ხამენეის სიკვდილის შემდეგ ირანი ისრაელს და აშშ-ის სხვა მოკავშირეებს „უძლიერესი" პასუხით დაემუქრა.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus