Добавить новость
World News in Georgian


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

ზელენსკი, ირანის ომის მიუხედავად, რუსეთთან მორიგი მოლაპარაკებების მალე დაგეგმვას იმედოვნებს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ორშაბათს - ორ მარტს განაცხადა, რომ იმედოვნებს, რომ რუსეთთან აბუ-დაბიში მოლაპარაკებები უახლოეს დღეებში გაგრძელდება, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომის მიუხედავად, თუმცა უსაფრთხოების საკითხების გამო შეხვედრის ალტერნატიულ ადგილებს უჭერს მხარს.

ირანმა არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და მის დედაქალაქ აბუ-დაბიზე დარტყმები განახორციელა. ეს 28 თებერვალს ირანზე ისრაელისა და აშშ-ს ერთობლივი თავდასხმების საპასუხოდ მოხდა.

აბუ-დაბიში აშშ-ის შუამავლობით გაიმართა მოლაპარაკებები უკრაინაში რუსეთის შეჭრის დასასრულებლად, და ზელენსკის თქმით, მოლაპარაკებების ახალი რაუნდი 5-დან 8 მარტამდე იყო დაგეგმილი.

„შეხვედრა უნდა შედგეს, ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ შეხვედრას“, - განუცხადა ზელენსკიმ ჟურნალისტებს.
„თუ აბუ-დაბისთან დაკავშირებით რაკეტებისა და დრონების გამო სირთულეები იქნება, მაშინ ვფიქრობ, რომ არის თურქეთი, არის შვეიცარია“, - თქვა მან. „ჩვენ აუცილებლად დავუჭერთ მხარს შეხვედრის ამ სამი ადგილიდან ნებისმიერს“.

დიალოგის გაგრძელებას მხარს უჭერს მოსკოვიც. „პოლიტიკური და დიპლომატიური შეთანხმება რუსეთისთვის სასურველ მიდგომად რჩება“, - განაცხადა კრემლის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა, როდესაც ჰკითხეს, შეიცვალა თუ არა რუსეთის პოზიცია მოლაპარაკებებთან დაკავშირებით აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებების ჩაშლის შემდეგ.

უკრაინამ, რომელიც 2022 წლიდან ებრძვის რუსეთის სრულმასშტაბიან შემოჭრას, არაერთხელ დაადანაშაულა ირანი მოსკოვისთვის იარაღის მიწოდებაში.

ზელენსკიმ შაბათს განაცხადა, რომ აშშ-სა და ისრაელის მიერ ირანზე განხორციელებულმა დარტყმებმა ირანელ ხალხს შესაძლებლობა მისცა, დაემხოთ „ტერორისტული რეჟიმი“ რუსეთის მოკავშირე თეირანში.
თუმცა, ირანთან გაჭიანურებულმა ომმა შესაძლოა, გავლენა მოახდინოს ძირითადი საჰაერო თავდაცვის (რომლებსაც კიევი რუსული თავდასხმების მოსაგერიებლად იყენებს), მათ შორის აშშ-ში წარმოებული Patriot-ის ტიპის საზენიტო სისტემების მიწოდებაზე.

„თუ ახლო აღმოსავლეთში ხანგრძლივი საომარი მოქმედებები გაგრძელდება, ეს რა თქმა უნდა, იმოქმედებს მომარაგებაზე. ამაში დარწმუნებული ვარ“, - განაცხადა ზელენსკიმ.

მან დასძინა, რომ ევროპის სისტემა - რომელიც უკრაინისთვის აშშ-ის იარაღის შეძენას ისახავს მიზნად და რომელიც ასევე ცნობილია როგორც PURL-ი - კვლავ ფუნქციონირებს.

იანვარში ზელენსკიმ განაცხადა, რომ ზამთარში აშშ-ის მიერ რაკეტების მიწოდების შეფერხებამ უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურა უფრო დაუცველი გახადა რუსეთის ფართომასშტაბიანი საჰაერო დარტყმების მიმართ, რომლებმაც ელექტროსადგურები მნიშვნელოვნად დააზიანა.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus