Добавить новость
World News in Georgian


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

CENTCOM: ამერიკული გამანადგურებლები შეცდომით ჩამოაგდო კუვეიტის საჰაერო თავდაცვამ

ამერიკული გამანადგურებლები, რომელთა კატასტროფის შესახებ კუვეიტის თავდაცვის სამინისტრო იუწყებოდა, შეცდომით ჩამოაგდეს თავად ამ ქვეყნის საჰაერო თავდაცვის ძალებმა.

კუვეიტის შეცდომის შესახებ აშშ-ის არმიის ცენტრალურმა სარდლობამ(CENTCOM) 2 მარტს განაცხადა. სარდლობის ინფორმაციით, F-15E ტიპის სამი გამანადურებელი, რომლებიც ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციაში მონაწილეობდნენ, კუვეიტის თავზე შეცდომით ჩამოაგდეს ამ ქვეყნის საჰაერო თავდაცვის საშუალებებმა.

CENTCOM-ის ცნობით, ექვსივე პილოტმა წარმატებით შეძლო კატაპულტირება და მათი მდგომარეობა სტაბილურია. ამერიკული სარდლობის თანახმად, კუვეიტმა ფაქტი აღიარა და მიმდინარეობს ინციდენტის გამოძიება.

CENTCOM-ი კუვეიტის თავდაცვის ძალებს მადლობას უხდის ირანის წინააღმდეგ ოპერაციის მხარდაჭერისთვის.

2 მარტს დილით სოციალური ქსლებით გავრცელდა კუვეიტში ერთ-ერთი გამანადგურებლის ჩამოვარდნის და ერთ-ერთი პილოტის კატაპულტირების შემდეგ გადაღებული ვიდეოები.

მოგვიანებით კუვეიტის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ რამდენიმე ამერიკული სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა, ეკიპაჟების წევრები გადარჩნენ და სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. კუვეიტის თავდაცვის სამინისტროს არ დაუსახელებია არც ამერიკული თვითმფრინავების რიცხვი და არც მათი ჩამოვარდნის მიზეზი.

ახლო აღმოსავლეთში 28 თებერვლიდან მიმდინარეობს ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები. მას შემდეგ, რაც ისრაელმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაცია დაიწყეს, ირანმა საპასუხო შეტევა მიიტანა ისრაელზე და შეერთებული შტატების სამხედრო ბაზებზე კატარში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ბაჰრეინში, საუდის არაბეთსა და კუვეიტში.28 თებერვალს ირანზე ისრაელის და აშშ-ის დარტყმების შედეგად მოკლულია ისლამური რესპუბლიკის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ხამენეი და ირანის ხელისუფლების არაერთი სამხედრო მაღალჩინოსანი.ირანის წინააღმდეგ მასშტაბურ სამხედრო ოპერაციას წინ უძღოდა აშშ-ისა და ისლამური რესპუბლიკის უშედეგო მოლაპარაკებები ირანის ბირთვულ პროგრამაზე. ვაშინგტონი მოითხოვდა პროგრამის დახურვას, თეირანი კი ირწმუნებოდა, რომ პროგრამას მხოლოდ მშვიდობიანი მიზნები აქვს.აშშ-ის თანახმად, ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის დაწყების საფუძველი იყო დასკვნა, რომ ბირთვული პროგრამის შეზღუდვაზე უარის გარდა, თეირანი ემზადებოდა სარაკეტო დარტყმებისთვის აშშ-ისა და მისი მოკავშირეების წინააღმდეგ.28 თებერვალს, ირანის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ „ამ ტერორისტულ რეჟიმს არასდროს ექნება ბირთვული იარაღი“.აიათოლა ხამენეის სიკვდილის შემდეგ ირანი ისრაელს და აშშ-ის სხვა მოკავშირეებს „უძლიერესი" პასუხით დაემუქრა.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus