Добавить новость


World News in Georgian


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

ისრაელმა ლიბანში დაარტყა ჰეზბოლას ობიექტებს

ისრაელის თავდაცვის არმიამ ლიბანის ტერიტორიაზე შეუტია ირანის მხარდამჭერი დაჯგუფების, ჰეზბოლას პოზიციებს. ისრაელის არმიის სარდლობამ დარტყმის შესახებ დღეს, 2 მარტს განაცხადა.

მანამდე, 1 მარტს საღამოს ჰეზბოლამ ისრაელზე შეტევა მიიტანა, როგორც თავად განაცხადა, რაკეტებით და დრონებით. ისრაელის და აშშ-ის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებულმა შიიტურმა დაჯგუფებამ ისრაელზე დარტყმას უწოდა შურისძიება ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ხამენეის მკვლელობისთვის.

ისრაელის თავდაცვის არმიამ საპასუხო დარტყმის შემდეგ განაცხადა, რომ ჰეზბოლა ანგრევს ლიბანის სახელმწიფოს, ესკალაციაზე პასუხისმგებლობა მას ეკისრება და არ მისცემს ისრაელის სახელმწიფოსთვის საფრთხის შექმნის შესაძლებლობას.

განახლება: ლიბანში ჰეზბოლას პოზიციებზე შეტევის შესახებ პირველი განცხადებიდან რამდენიმე ხნის შემდეგ ისრაელის თავდაცვის არმიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ლიბანში დაარტყეს ჰეზბოლას ათეულობით ობიექტს, მათ შორს დაჯგუფების შტაბ-ბინას, ბეირუთის რაიონში ჰეზბოლას მაღალი რანგის „ტერორისტებს“, ხოლო ლიბანის სამხრეთში - დაჯგუფების ერთ-ერთ ლიდერს.

ტელეკომპანია Al-Arabiya-ს ინფორმაციით, ბეირუთის სამხრეთზე ისრაელის დარტყმების შედეგად სულ მცირე ათ დაღუპულს შორისაა ლიბანის პარლამენტში ჰეზბოლას პოლიტიკური ბლოკის წარმომადგენელი მოჰამად რაადი.

ისრაელის არმიის თანახმად, შეტევა განხორციელდა ჰეზბოლას მხრიდან ისრაელის ჩრდილოეთზე სარაკეტო შეტევის პასუხად. ისრაელის მტკიცებით, რამდენიმე რაკეტა ღია ადგილზე ჩამოვარდა. ინფორმაცია დაშავებულების შესახებ არ ყოფილა.

თავის მხრივ, ჰეზბოლა ირწმუნება, რომ მისი სამიზნე იყო საჰაერო თავდაცვის ობიექტი, რომელიც ისრაელის ქალაქ ხაიფასთან სამხრეთით მდებარეობს.

ლიბანის ხელისუფლებამ, რომელიც წლებია ჰეზბოლას განიარაღებას ცდილობს, დაგმო ლიბანზე ისრაელის სარაკეტო დარტყმები. ლიბანის პრეზიდენტმა ჯოზეფ აუნმა განაცხადა, რომ ომის პლატფორმად ლიბანის გამოყენება ქვეყანას საფრთხეს უქმნის.

გამოცემა The Times of Israel-ის ცნობით, ისრაელის არმიის ჩრდილოეთის სარდლობის მეთაურმა რაფი მილომ განაცხადა, რომ ლიბანში ჰეზბოლას პოზიციებზე დარტყმები გაძლიერდება, ისრაელის ჩრდილოეთში და ლიბანთან საზღვრის გასწვრივ ისრაელის ძალები მნიშვნელოვნად გააძლიერეს და ამ რაიონებიდან მოსახლეობის ევაკუაცია არ იგეგმება.

ისრაელმა ლიბანის 50-ზე მეტი დასახლებული პუნქტის მცხოვრებთ მოუწოდა, მათივე უსაფრთხოების გამო სახლები დატოვონ და სულ მცირე ერთი კილომეტრის მანძილზე, ღია ადგილებში გადავიდნენ.

ისრაელმა ამ დასახლებული პუნქტების ჩამონათვალი სოციალური ქსელებით არაბულ ენაზე გაავრცელა და განაცხადა, რომ ყველა, ვინც ჰეზბოლას წევრების და ობიექტების მახლობლად იმყოფება, თავის სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის.

ახლო აღმოსავლეთში 28 თებერვლიდან მიმდინარეობს ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები, მას შემდეგ, რაც ისრაელმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაცია დაიწყეს, ირანმა კი საპასუხო შეტევა მიიტანა ისრაელზე და შეერთებული შტატების სამხედრო ბაზებზე კატარში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ბაჰრეინში, საუდის არაბეთსა და კუვეიტში.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus