Добавить новость
World News in Georgian


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

NYT: თეირანში თავდასხმა, რასაც ალი ხამენეი ემსხვერპლა, CIA-ის მონაცემების საფუძველზე მოეწყო

New York Times-ი იტყობინება 1 მარტს, რომ აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) სადაზვერვო ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც აიათოლა ალი ხამენეი ირანის უმაღლესი ლიდერების შეხვედრას უნდა დასწრებოდა, აშშ-სა და ისრაელის არმიებს დაეხმარა
თავდასხმის ორგანიზებაში, რომლის დროსაც ირანის უზენაესი ლიდერი
მოკლეს.

ირანის სახელმწიფო მედიამ დაადასტურა, რომ ხამენეი თეირანზე განხორციელებული დარტყმების დროს მოკლეს. ირანის დედაქალაქის სამხედრო და სამთავრობო ობიექტების დაბომბვა ისრაელის აშშ-ის არმიებმა 28 თებერვალს დილით დაიწყეს.
CIA-ი ხამენეის თვეების განმავლობაში აკვირდებოდა, წერს Times-ი, ოპერაციის შესახებ ინფორმირებულ პირებზე დაყრდნობით, და შეიტყო, რომ ირანის უმაღლესი ლიდერების შეხვედრა შაბათს დილით თეირანის ცენტრში მდებარე სამთავრობო კომპლექსში იყო დაგეგმილი.

ცნობით, ვაშინგტონი და თელ-ავივი თავდაპირველად ირანზე დარტყმების განხორციელებას ღამით გეგმავდნენ, მაგრამ ოფიციალურმა პირებმა გეგმა ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დაზვერვის მონაცემების საფუძველზე შეცვალეს.

გაზეთის ცნობით, აშშ-მ ინფორმაცია ისრაელს მიაწოდა, რომელიც ირანის ხელმძღვანელობაზე თავდასხმის განხორციელებას გეგმავდა.

ოპერაცია ისრაელში დაახლოებით დილის 6:00 საათზე (04:00 GMT) დაიწყო და შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით კომპლექსს დაახლოებით დილის 9:40 საათზე დაარტყა.

ირანის ეროვნული უსაფრთხოების მაღალი თანამდებობის პირები კომპლექსის ერთ-ერთ შენობაში იმყოფებოდნენ, ხოლო ხამენეი ახლომდებარე შენობაში.

ხამენეის გარდა, აფეთქების შედეგად ირანის ორი მაღალი რანგის სამხედრო ლიდერი დაიღუპა: რევოლუციური გვარდიის მეთაური, გენერალი მოჰამედ ფაქფური და კიდევ ერთი მაღალი რანგის მრჩეველი უსაფრთხოების საკითხებში, ალი შამხანი, დაადასტურა ირანის იუსტიციის უწყებამ.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus