კიშინიოვმა ტირასპოლის ადმინისტრაციას განუცხადა "კონვერგენციის ფონდის" შექმნის შესახებ, რომლის მიზანი „რეინტეგრაციის სტიმულირებაა". ეს არის მოლდოვის პირველი მსგავსი ინიციატივა სეპარატისტულ რეგიონთან დაკავშირებით მას შემდეგ, რაც რუსეთი 2022 წელს უკრაინაში შეიჭრა.