Добавить новость


World News in Georgian


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

კალასი: რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების მე-20 პაკეტზე პროგრესი დღეს მოსალოდნელი არ არის

ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრები ვერ შეძლებენ რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების ახალ, მე-20 პაკეტზე შეთანხმებას უკრაინაში რუსული არმიის ფართომასშტაბიანი შეჭრიდან მეოთხე წლისთავისთვის, როგორც ეს წინასწარ იყო დაგეგმილი. მიზეზი უნგრეთის წინააღმდეგობაა.

ევროკომისიამ სანქციების მე-20 პაკეტი თებერვლის დასაწყისში წარმოადგინა. ის ითვალისწინებს რუსული ნავთობით დატვირთული ტანკერებისთვის საზღვაო მომსახურების ყოვლისმომცველ აკრძალვასაც.

დღეს, 23 თებერვალს ბრიუსელში საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომის დაწყების წინ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ სანქციების ახალ პაკეტზე პროგრესი დღეს მოსალოდნელი არ არის, რადგან არ არის ნიშნები, რომ უნგრეთი პოზიციას შეცვლის.

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეტერ სიიარტომ 22 თებერვალს განაცხადა, რომ უნგრეთი დაბლოკავს სანქციების მე-20 პაკეტის მიღებას. სიიარტოს თანახმად, სანამ უკრაინა არ განაახლებს მილსადენ „დრუჟბით“ რუსული ნავთობის ტრანზიტს უნგრეთსა და სლოვაკეთში, კიევისთვის მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს არ დაუშვებენ.

სანქციების მიღებას ევროკავშირის 27-ვე სახელმწიფოს თანხმობა სჭირდება.

მილსადენ „დრუჟბის“ იმ ნაწილმა, რომელიც უკრაინის ტერიტორიაზე გადის, მუშაობა 27 იანვრიდან შეაჩერა. კიევში მიზეზად ის დაასახელეს, რომ მილსადენი დაზიანდა რუსეთის ჯარების შეტევის შედეგად.

უნგრეთის მთავრობა მიიჩნევს, რომ უკრაინამ პოლიტიკური მოტივებით რუსული ნავთობის ტრანზიტი მიზანმიმართულად შეაჩერა. უკრაინა ტრანზიტის განახლების ხელოვნურად გაჭიანურებაში დაადანაშაულა სლოვაკეთის მთავრობამაც.

გასულ კვირაში სლოვაკეთის და უნგრეთის პრემიერ-მინისტრები რობერტ ფიცო და ვიქტორ ორბანი უკრაინას ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტითაც დაემუქრნენ. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამ მუქარას უწოდა შანტაჟი და უპასუხისმგებლობა იმ ფონზე, როცა რუსეთი უკრაინის ენერგოობიექტებზე დარტყმებით ცდილობს უკრაინელები ელექტროენერგიის, გათბობისა და გაზით მომარაგების გარეშე დატოვოს.

უნგრეთის და სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრებმა რუსეთის პრეზიდენტთან კონტაქტები შეინარჩუნეს უკრაინაში რუსული არმიის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგაც და ევროკავშირის სხვა წევრი სახელმწიფოებისგან განსხვავებით, საკუთარი მოქალაქეების ინტერესთა მოტივით, უარი არ თქვეს რუსული ენერგომატარებლების შეძენაზე.უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს, რომელიც ხშირად გამოხატავს უარყოფით დამოკიდებულებას უკრაინის ხელისუფლების მიმართ, ადრეც არაერთხელ შეუფერხებია რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების ამოქმედება.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus