Добавить новость
World News in Georgian


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

უკრაინამ განაცხადა, რომ რუსეთს ჩაუშალეს უკრაინაში ცნობილი ადამიანების მკვლელობის გეგმა

უკრაინის სამართალდამცავმა სტრუქტურებმა დღეს, 20 თებერვალს გამოაცხადეს, რომ რუსეთს უკრაინაში მედიის და პოლიტიკური წრეების წარმომადგენელთა „მკვლელობის გეგმა ჩაუშალეს“. მის აღსაკვეთად მოლდოვის სამართალდამცავ ორგანოებთან ერთად ჩატარდა ოპერაცია „ენიგმა 2.0“, რომლის შედეგად 10 პირია დაკავებული.

უკრაინის ეროვნული პოლიციის ინფორმაციით, დაგეგმილი იყო:

რუსეთის მიერ „ექსტრემისტად“ გამოცხადებული და ძებნილი ცნობილი ჟურნალისტის, უკრაინის სტრატეგიული მნიშვნელობის სახელმწიფო საწარმოს ხელმძღვანელის, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს მოქმედი სამხედროების, მათ შორის „უცხოური ლეგიონის“ მებრძოლების და პროუკრაინული პოზიციის მქონე რუსი აქტივისტის ლიკვიდაცია.უკრაინის ეროვნულ პოლიციას არცერთი პოტენციური მსხვერპლის ვინაობა საჯაროდ არ დაუსახელებია. უკრაინის გენერალური პროკურატურის საიტზე ამავე ოპერაციის შესახებ გამოქვეყნებული ინფორმაციით, ერთ-ერთი, ვისი ლიკვიდაციაც იგეგმებოდა, თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს სტრატეგიული კომუნიკაციების სამსახურის წარმომადგენელი ანდრი იუსოვია.

უკრაინის ეროვნული პოლიციის თანახმად:

რუსეთის სპეცსამსახურების მიერ დაგეგმილი მკვლელობისთვის დაქირავებული იყვნენ მოლდოვის მოქალაქეები.„აგენტურულ-საბრძოლო ჯგუფის“ ორგანიზატორი და კოორდინატორი იყო მოლდოვის მოქალაქე, 34 წლის კაცი, რომელიც ადრე სასჯელს რუსეთში იხდიდა, სამშობლოში დაბრუნების შემდეგ კი მხარს უჭერდა პრორუსულ დაჯგუფებას, რომლის საქმიანობაც მიმართული იყო მოლდოვაში სიტუაციის დესტაბილიზაციისა და 2022-2023 წლებში მასობრივი საპროტესტო გამოსვლების ორგანიზებისკენ.მოლდოვის მოქალაქემ შექმნა „იერარქიული სტრუქტურა“ და თანაშემწეებად დაიქირავა 25 წლამდე ასაკის თანამემამულეები, რომლებიც მოლდოვაში ახდენდნენ ახალგაზრდების გადაბირებას, ძირითადად, სამხედრო სასწავლებლებიდან და უზრუნველყოფდნენ უკრაინაში მათ ტრანსპორტირებას და დაფინანსებას.მათი ნაწილი, ძირითადად, კურიერების სახით, უთვალთვალებდა „ობიექტებს“, ფოტოებს და ვიდეოებს იღებდნენ, აგროვებდნენ ინფორმაციას დღის განრიგის, საცხოვრებლის, გადაადგილების მარშრუტებისა და დაცვის დონის შესახებ, ნაწილი კი დაკავებული იყო იარაღის შეძენით, სამალავების მოწყობითა და ლიკვიდაციის საშუალებების მომზადებით.დაკვეთილი მკვლელობების შესრულებისთვის რუსეთის სპეცსამსახურების წარმომადგენლებისგან დაპირებული იყო ასეულობით ათასი დოლარის ჯილდო. მაგალითად, უკრაინის სამხედრო დაზვერვის ოფიცრის ლიკვიდაციისთვის - 100 000 დოლარი.უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, უკრაინაში დაკავებულია 7 პირი, ხოლო მოლდოვაში - 3, მათ შორის ორგანიზატორი.

უკრაინის სამართალდამცავი სტრუქტურების თანახმად, რუსეთის სპეცსამსახურების მიზანი იყო რეზონანსული მკვლელობებით უკრაინაში გამოეწვიათ შიში, საზოგადოების დემორალიზაცია და შიდა სიტუაციის დესტაბილიზაცია.

რუსეთის მხრიდან რეაქცია ჯერჯერობით არ ყოფილა.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus