Добавить новость


World News in Georgian


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

ნავთობის ფასი იზრდება აშშ-სა და ირანს შორის დაძაბულობის ფონზე, ბირჟებზე აქციების ფასები დაეცა

ნავთობის ფასები 19 თებერვალს გაიზარდა იმის მოლოდინში შეშფოთების გამო, რომ შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის ბირთვულ საკითხზე მოლაპარაკებებმა შესაძლოა ვერ აიცილოს თავიდან კონფლიქტი, რამაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას საწვავის მიწოდებას.

საფონდო ბირჟებზე, აზიაში აშშ-ის ტექნოლოგიური კომპანიების მოგების შემდეგ აღნუსხულმა ზრდამ ევროპასა და შეერთებულ შტატებში ინდექსების გაძლიერება ვერ შეძლო.

ნავთობზე ფასის ზრდა გაგრძელდა უკვე 18 თებერვალს მას შემდეგ, რაც თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ ირანი „ბრძნულად“ მოიქცევა, თუკი შეთანხმებას დადებს შეერთებულ შტატებთან.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის საიტზე Truth Social-ზე კიდევ ერთხელ მიანიშნა თეირანზე დარტყმის შესახებ, ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის სამხედრო ძალების გაძლიერების პარალელურად.

„ნავთობის ფასი აგრძელებს ზრდას, ბარელი ნედლი ნავთობის ფასი 70 დოლარს აჭარბებს. აშშ-სა და ირანს შორის სამხედრო დაპირისპირების შიშმა ენერგეტიკული ბაზრები შეარყია“, - განაცხადა Hargreaves Lansdown-ის უფროსმა ფინანსურმა ანალიტიკოსმა, მეტ ბრიცმანმა.

„როგორც ჩანს, ორ მხარეს შორის ბირთვული მოლაპარაკებები სწრაფად მიდის არსაითკენ და გეოპოლიტიკური ფაქტორი აშკარად თავის როლს თამაშობს”. - დასძინა მან.

„აშშ-მა რეგიონში სამხედრო ძალების დიდი ნაწილი გადაიტანა და ეს ინვესტორებს აშინებს“, - თქვა Trade Nation-ის ანალიტიკოსმა, დევიდ მორისონმა.

Wall Street-ის მთავარი ინდექსები გვიანი დილის ვაჭრობაში წითელ ნიშნულზე იყო.

ევროპის ძირითადმა ინდექსებმა დღე ვარდნით დაასრულეს, ხოლო თვითმფრინავების მწარმოებელი Airbus-ის აქციები პარიზში 7,2 პროცენტით დაეცა მას შემდეგ, რაც მისმა წლიურმა შედეგებმა ანალიტიკოსების მოლოდინი არ გაამართლა.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus