გაეროს მიერ 19 თებერვალს გამოქვეყნებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ ისრაელის ძალებმა, ჰამასმა (აშშ-სა და ევროკავშირში ტერორისტულად შერაცხილი) და სხვა შეიარაღებულმა დაჯგუფებებმა ღაზაში საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი სერიოზულად დაარღვიეს და სასტიკი დანაშაულები ჩაიდინეს.