Добавить новость


World News in Georgian


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

პრეზიდენტი ტრამპი ვაშინგტონში უმასპინძლებს „მშვიდობის საბჭოს“ პირველ სხდომას

დღეს, 19 თებერვალს ვაშინგტონში გაიმართება აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ შექმნილი „მშვიდობის საბჭოს“ პირველი სხდომა. ტრამპი ამ საბჭოს თავმჯდომარეა.

თეთრი სახლის პრესმდივნის, კეროლაინ ლივიტის ინფორმაციით, სხდომაში მონაწილეობას მიიღებს 20-ზე მეტი ქვეყანა. ვაშინგტონში 18 თებერვალს გამართულ ბრიფინგზე ლივიტს კონკრეტული ქვეყნები არ ჩამოუთვლია.

აშშ-ის პრეზიდენტი „მშვიდობის საბჭოს“ პირველ ეტაპზე განიხილავდა ორგანოდ, რომელიც ისრაელსა და ჰამასს შორის საომარი მოქმედებების დასრულების შემდეგ კოორდინირებას გაუწევს ღაზის სექტორის მართვას და აღდგენას.საბჭოს წესდებით, რომელსაც 2026 წლის იანვარში დავოსში მოაწერეს ხელი 20-მდე ქვეყნის ლიდერებმა, „მშვიდობის საბჭო" განიხილავს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში კონფლიქტების მოგვარების საკითხსაც.თეთრი სახლის პრესმდივნის თანახმად, პირველ სხდომაზე პრეზიდენტი ტრამპი გამოაცხადებს საბჭოს წევრი ქვეყნების ვალდებულებას ხუთ მილიარდ დოლარზე მეტი გაიღონ ღაზის სექტორის რეკონსტრუქციისა და ჰუმანიტარული ძალისხმევისთვის და სტაბილიზაციის საერთაშორისო ძალებისთვის მიავლინონ ათასობით წარმომადგენელი.

აშშ-ის პრეზიდენტმა „მშვიდობის საბჭოში" მიიწვია ათეულობით ქვეყანა, მათ შორის უკრაინა, რუსეთი და ბელარუსიც. სამხრეთ კავკასიის ქვეყნებიდან მიწვევა მიიღეს აზერბაიჯანმა და სომხეთმა.

„მშვიდობის საბჭოში“ მუშაობაზე უარი თქვეს დიდმა ბრიტანეთმა და ევროკავშირის არაერთმა ქვეყანამ, მათ შორის გერმანიამ და საფრანგეთმა.

ტრამპის ინიციატივისადმი კრიტიკულად განწყობილთა ერთ-ერთი მთავარი არგუმენტია, რომ მსოფლიოში კონფლიქტების მოსაგვარებლად უკვე არსებობს საერთაშორისო ორგანიზაცია - გაერო.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus