Добавить новость


World News in Georgian


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

ვოლოდიმირ ზელენსკი: ბერლინის ფორმატის ლიდერებთან შევთანხმდით ენერგეტიკული და სამხედრო დახმარების კონკრეტულ პაკეტებზე

უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე რეგულარულად მიტანილ საჰაერო იერიშებს სოციალური ქსელით გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, რომლის თქმითაც, ყოველდღე მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები რუსეთის იერიშების შედეგად დაზარალებულ ქალაქებსა და თემებში.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მხოლოდ თებერვლის ამ კვირაში რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ გამოუშვა დაახლოებით 1300 მოიერიშე დრონი, 1200-ზე მეტი მართვადი ავიაბომბი და 50 რაკეტა, რომლებიც თითქმის ყველა ბალისტიკური იყო. დღეს მტრის დარტყმის ქვეშ მოექცა ოდესის, დონეცკის, ზაპოროჟიესა და სუმის ოლქები.

“როგორც ადრე, ამ დარტყმების მთავარი სამიზნე ენერგეტიკაა. რუსები ცდილობენ გაანადგურონ ჩვენი გენერაცია, ქვესადგურები და ქსელი. მრავალი იერიში განხორციელდა საცხოვრებელ ინფრასტრუქტურაზეც. ჩვენი მებრძოლები რაკეტების მნიშვნელოვან ნაწილს ანადგურებენ, თუმცა, სამწუხაროდ, ყველა მათგანს ვერ აგდებენ. ამიტომ სიცოცხლის დაცვის საქმეში პაუზა არ შეიძლება არსებობდეს. მიუნხენში ჩვენ შევთანხმდით ბერლინის ფორმატის ლიდერებთან უკრაინისთვის ენერგეტიკული და სამხედრო დახმარების კონკრეტულ პაკეტებზე. მადლობელი ვარ პარტნიორების და ველით, რომ ყველა მიწოდება ოპერატიულად განხორციელდება. უკრაინას ყოველდღიურად სჭირდება საჰაერო თავდაცვის სისტემები, რათა რუსეთს ტერორის ბერკეტები ჩამოერთვას. მადლობა ყველას, ვინც გვეხმარება”, - დაწერა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

14 თებერვალს უკრაინის პრეზიდენტი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, აშშ-ის სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოსაც შეხვდა.

ზელენსკის ინფორმაციით, მან რუბიოს ფრონტზე არსებული ვითარების, რუსეთის დარტყმების და უკრაინის ენერგოსისტემაზე თავდასხმების გავლენის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

„განვიხილეთ, როგორ დავეხმაროთ უკრაინას ზამთრის სიცივის დროს სიცოცხლის დაცვაში და ჩვენი მდგრადობის გაძლიერებაში. ასევე, დეტალურად განვიხილეთ დიპლომატიური პროცესი და სამმხრივი შეხვედრები. უმნიშვნელოვანესია, რომ ჟენევაში დაგეგმილი მოლაპარაკებები პროდუქტიული იყოს და მადლობას ვუხდი შეერთებულ შტატებს კონსტრუქციული მიდგომისთვის“, - დაწერა ზელენსკიმ სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, მნიშვნელოვანია პროგრესის მიღწევა უსაფრთხოების გარანტიებისა და ეკონომიკური აღდგენის საკითხებში.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus