Добавить новость
World News in Georgian


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

საფრანგეთში ცხრა ადამიანი დააკავეს ლუვრის ბილეთების თაღლითობის საქმეზე

საფრანგეთის პოლიციამ დააკავა ცხრა პირი, რომლებიც ეჭვმიტანილები არიან ლუვრის ბილეთების თაღლითურ სქემაში, რამაც მუზეუმი 10 მილიონი ევროთი აზარალა. ეჭვმიტანილებს შორის არიან ლუვრის თანამშრომლები და გიდები.

დაკავებულთა შორის ასევე არის პირი, რომელიც, სავარაუდოდ ორგანიზატორია - პარიზის პროკურატურაზე დაყრდნობით იტყობინება სააგენტო „როიტერსი“.

საქმის გამოძიება 2024 წლის დეკემბერში დაიწყო, როდესაც მუზეუმმა ეჭვი შეიტანა ორ ჩინელ გიდში, რომლებსაც ჩინელი ტურისტების ჯგუფები მუზეუმში შეჰყავდათ ერთი და იგივე ერთჯერადი ბილეთის გამოყენებით.

ტურისთვის დამატებითი გადასახადის თავიდან ასაცილებლად, მათ ტურისტული ჯგუფები უფრო პატარა ჯგუფებად დაყვეს (გიდის თანხლებით ჯგუფებისთვის დამატებითი გადასახადი 20-დან 90 ევრომდე მერყეობს, ჯგუფის ზომის მიხედვით).

ერთ წელზე ოდნავ მეტი ხნის შემდეგ, პოლიციამ გამოავლინა მთელი ქსელი, რომლის წევრებიც ბოლო ათწლეულის განმავლობაში, დღეში 20-მდე ტურისტული ჯგუფის მომსახურებას ახერხებდნენ.

მუზეუმის დაკავებული თანამშრომლები ეჭვმიტანილები არიან იმაში, რომ ისინი ამაზე თვალს ხუჭავდნენ გარკვეული გასამრჯელოს ნაცვლად და ბილეთებს არ ამოწმებდნენ.

ჯგუფმა ამ სქემიდან მიღებული შემოსავალი საფრანგეთსა და დუბაიში უძრავ ქონებაში ჩადო.

პოლიციამ ეჭვმიტანილებს თითქმის მილიონი ევრო ნაღდი ფული და 500 000 ევრო საბანკო დეპოზიტები ჩამოართვა.

საფრანგეთის პროკურატურის ცნობით, ეჭვმიტანილებმა მსგავსი სქემა ვერსალის მუზეუმებშიც განახორციელეს.

2026 წლის იანვრიდან, ლუვრში შესასვლელი ინდივიდუალური ბილეთები ევროკავშირის მაცხოვრებლებისა და მოქალაქეებისთვის 22 ევრო ეღირება, ხოლო ყველა დანარჩენისთვის 32 ევრო. ჯგუფური ბილეთის ფასი 28 ევროა.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus