Добавить новость


World News in Georgian


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

ქურდობისა და მარკეტების ძარცვის ბრალდებით დაკავებულია სამი არასრულწლოვანი

თბილისში, ქურდობისა და მარკეტების ჯგუფურად ძარცვის ბრალდებით პოლიციამ არასრულწლოვნების ჯგუფი დააკავა - გამოძიების ვერსიით, მათ წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, თბილისში მდებარე „ნიკორა-ტრეიდის" კუთვნილი ერთ-ერთი ფილიალიდან სხვადასხვა ღირებულების პროდუქცია და ფული გაიტაცეს და მიიმალნენ.

დაკავებულთაგან ერთ-ერთმა არასრულწლოვანმა ,,ორი ნაბიჯის“ მაღაზიათა ქსელის ერთ-ერთი ფილიალიდან 800 ლარამდე თანხა წაიღო.

2010, 2008 და 2009 წელს დაბადებული არასრულწლოვნებიდან ერთი-ერთი - წარსულში ყაჩაღობისთვის ნასამართლევი და ძარცვისთვის მხილებულია, ხოლო კიდევ ერთი ბრალდებული - პოლიციის მიერ ქურდობაშია მხილებული.

სამივე არასრუწლოვანი მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.

წაყენებული ბრალი 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

როგორია არასრულწლოვანთა დანაშაულის სტატისტიკა საქართველოში?საჯაროდ იძებნება საქართველოს პროკურატურის ბოლო ანგარიშში თავმოყრილი მონაცემები, რომლის თანახმად,

2024 წელს, სისხლისსამართლებრივი დევნის ალტერნატიული მექანიზმი გამოიყენეს 1084 პირის მიმართ, საიდანაც 674 (62%) არასრულწლოვანი იყო. დანარჩენი 410 (38%) კი,18-დან 21 წლამდე ასაკის პირი.

ამავე, 2024 წლის წლის სტატისტიკით, განრიდებულ და ბრალდებულ არასრულწლოვანთა ჯამური რაოდენობა 11640ა.

მათგან - განრიდება-მედიაციის პროგრამაში ჩაერთო 674 არასრულწლოვანი (58%) - ეს მაჩვენებელი 2023 წელთან შედარებით გაზრდილია.

2023 წელს განრიდებულ და ბრალდებულ არასრულწლოვანთა ჯამური რაოდენობა 1010 იყო, საიდანაც განრიდების/განრიდება-მედიაციის პროგრამაში 54% (544 არასრულწლოვანი) ჩაერთო.

განრიდება ძირითადად გამოიყენეს ქურდობის საქმეებზე.

2024 წლის მონაცემების მიხედვით, სულ განრიდებული 674 არასრულწლოვნიდან მხოლოდ 26-მა პირმა (3,8%) ჩაიდინა განმეორებითი დანაშაული.პროკურატურის სტატისტიკის თანახმად, 2024 წელს არასრულწლოვანთა მიმართ სულ მოთხოვნილი აღკვეთის ღონისძიებებიდან პატიმრობის პროცენტულმა მაჩვენებელმა 28,1% შეადგინა.2024 წელს, 2023 წელთან შედარებით სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების მაჩვენებელი 3 % -ით მომატებულია განსაკუთრებით მძიმე დანაშაულზე. შესაბამისად, გაზრდილია არასრულწლოვანთა მიმართ პატიმრობის მოთხოვნის მაჩვენებლებიც.განრიდება სისხლისსამართლებრივი დევნის ალტერნატიული მექანიზმია, რომელიც დანაშაულის ჩამდენი არასრულწლოვნის/18-დან 21 წლამდე ასაკის პირის მიერ პასუხისმგებლობის გაცნობიერებას ეფუძნება.

რაც შეეხება არასრულწლოვანთა მიმართ გამოტანილი გამამართლებელი განაჩენებს:

2020 წელს არასრულწლოვნის მიმართ გამამართლებელი განაჩენი არ გამოტანილა.2021 წელს გამამართლებელი განაჩენი სასამართლომ გამოიტანა 1 საქმეზე 3 არასრულწლოვნის მიმართ,2022 წელს - 5,2023 წელს - 2, ხოლო2024 წელს - 3 არასრულწლოვნის მიმართ.2024 წელს ასევე გაზრდილია საპროცესო შეთანხმების საფუძველზე არასრულწლოვნის მიმართ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით თავისუფლების აღკვეთის გამოყენება, რაც ბოლო 5 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

არასრულწლოვანთა დანაშაულების შესახებ 2025 წლის წლის შეჯამებული სტატისტიკა პროკურატურის ვებსაიტზე ჯერჯერობით არ იძებნება.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus