პროსახელისუფლებო ტელეკომპანია „იმედის“ წამყვანი გიორგი ფუტკარაძე კომუნიკაციების კომისიის „მედიააკადემიის“ დროებით ხელმძღვანელად ინიშნება. გადაწყვეტილებას კომისიის ახალარჩეულმა თავმჯდომარემ („ქართული ოცნების“ ყოფილმა დეპუტატმა) გოგა გულორდავამ ხელი 10 თებერვალს მოაწერა.