„ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის თქმით, გრძელდება გუნდის შიგნით მსჯელობა ფასების შემცირების გზების ძიებასთან დაკავშირებით. მან „რუსთავი 2-ის" ეთერში თქვა, რომ ერთ-ერთი გზა სახელმწიფოს რესურსით სადისტრიბუციო ქსელის აწყობაა.