Добавить новость


World News in Georgian


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

„საქართველოს მატიანესთან“ პროევროპულ აქციებზე დაკავებულთა მხარდამჭერი აქცია გაიმართა

8 თებერვალს, საპროტესტო მოძრაობა ,,300 ქალის“ ინიციატივით, მონუმენტთან „საქართველოს მატიანე“, პროევროპულ აქციებზე დაკავებული პატიმრებისა და პოლიტიკურ პატიმრებად მიჩნეულთა მხარდამჭერი პერფორმანსი გაიმართა.

როგორც აქციის ორგანიზატორები ამბობენ, ამ ჟესტით ისინი მადლობას უხდიან პატიმრებს და ამბობენ, რომ როგორც ეს მონუმენტი ინახავს წარსულს, ასე შეინახავს საქართველო პატიმრების სახელებს, "როგორც თავისუფლებისთვის ბრძოლის ფასსა და ღირსების ისტორიას".

„საქართველოს მატიანე“ გვიყვება იმ გმირებზე, რომლებმაც ისტორიის გზაზე მძიმე ფასი გადაიხადეს. ამ სივრცეში დგომით ვამბობთ, რომ დღევანდელი რეჟიმის ტყვეები ამ მატიანეს ცოცხალი გაგრძელებაა.

ჩვენ ვეუბნებით მადლობას გოგოებს და ბიჭებს, ქალებს და კაცებს, ვინც ციხის კედლებში არიან გამოკეტილნი, მაგრამ შინაგანად არ დამარცხებულან. მათი სიმტკიცე დღეს ქვეყნის სინდისის საზომი და ჩვენი პასუხისმგებლობაა!“, - ამბობენ პერფორმანსის მონაწილეები.

თბილისსა და სხვა ქალაქებში, 2024 წლის 28 ნოემბრიდან მიმდინარეობს პროევროპული აქციები. პროტესტის უწყვეტი ტალღა მოჰყვა „ქართული ოცნების“ განცხადებას, რომლის თანახმადაც, მათ გადაწყვიტეს, რომ „2028 წლამდე“ დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირთან გაწევრებაზე მოლაპარაკებების გახსნა.

ეს ნაბიჯი საზოგადოების მნიშვნელოვანმა ნაწილმა აღიქვა პროდასავლური საგარეო კურსის რუსეთისკენ შებრუნების საბოლოო წერტილად.

დემონსტრანტები ყოველდღიური აქციებით, მსვლელობებითა და პერფორმანსებით გამოხატავენ პროტესტს. ისინი ითხოვენ ახალ საპარლამენტო არჩევნებსა და ბოლო ერთ წელში, პროევროპული აქციებისას დაკავებული ასზე მეტი მოქალაქის გათავისუფლებას.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus