Добавить новость
World News in Georgian


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

აშშ-ირანის მოლაპარაკების წინ თეირანმა წარმოადგინა „ერთ-ერთი ყველაზე სრულყოფილი" რაკეტა

ირანის ხელისუფლებამ ამერიკის შეერთებულ შტატებთან დღეს დაგეგმილი მოლაპარაკების დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე საჯაროდ წარმოადგინა თავისი „ერთ-ერთი ყველაზე სრულყოფილი" ბალისტიკური რაკეტა.

აშშ ირანისგან მოითხოვს ბირთვული და სარაკეტო პროგრამების შეზღუდვას. წინააღმდეგ შემთხვევაში, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თეირანს მასშტაბური სამხედრო ოპერაციით დაემუქრა.ირანის ისლამური რესპუბლიკის ხელისუფლება, რომელიც ბოლო კვირებში სასტიკად გაუსწორდა ანტისამთავრობო საპროტესტო აქციების მონაწილეებს, ირწმუნება, რომ მის ბირთვულ პროგრამას მშვიდობიანი მიზნები აქვს, აგრესიას კი სათანადოდ უპასუხებს.მხარეებს შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი დღეს, 6 თებერვალს გაიმართება ომანის დედაქალაქ მასკატში. წინა რაუნდებზე შედეგს ვერ მიაღწიეს.

მოლაპარაკების დაწყების წინ ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის საჰაერო-კოსმოსური ძალების სარდლობამ „ახალი სარაკეტო ქალაქის“ გახსნის ცერემონიაზე წარმოადგინა რაკეტა „ხორამშაჰრი 4“, რომელსაც ირანის „ერთ-ერთი ყველაზე სრულყოფილი ზებგერითი ბალისტიკური რაკეტა“ უწოდა.

6 თებერვალს, ომანში მოლაპარაკების წინ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაყჩიმ, რომელიც თეირანის დელეგაციას ხელმძღვანელობს, სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ მტკიცედ იცავენ საკუთარ უფლებებს და თანასწორობა, ურთიერთპატივისცემა და საერთო ინტერესები არა რიტორიკა, არამედ აუცილებელი პირობა და გრძელვადიანი შეთანხმების საფუძველია.

აშშ-ირანის მოლაპარაკების განახლების წინ, 5 თებერვალს თეთრი სახლის პრესმდივანმა კეროლაინ ლივიტმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პრეზიდენტ ტრამპის, როგორც მსოფლიოს ისტორიაში უძლიერესი შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდლის განკარგულებაში დიპლომატიის გარდა ბევრი სხვა ვარიანტია, თუმცა უპირველესი არჩევანი დიპლომატიაა.

ომანში ირანთან მოლაპარაკებაზე აშშ-ს წარმოადგენენ პრეზიდენტის სპეციალური წარგზავნილი სტივენ უიტკოფი და დონალდ ტრამპის სიძე ჯარედ კუშნერი.

ირანში ამ ზამთარს დაწყებული მასშტაბური საპროტესტო გამოსვლების ფონზე ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რეგიონში გაგზავნა სამხედრო გემების ჯგუფი. მისი ფლაგმანია ავიამზიდი „აბრაამ ლინკოლნი“, რომლის ბორტზეც რამდენიმე ათეული საბრძოლო თვითმფრინავია.

2025 წლის დეკემბრის ბოლოდან ირანში დაიწყო მაღალი ინფლაციითა და სხვა მწვავე ეკონომიკური პრობლემებით გამოწვეული საპროტესტო აქციები, რომლებიც მალევე გადაიზარდა მასშტაბურ ანტისამთავრობო გამოსვლებში.ისლამური რესპუბლიკის ხელისუფლებამ მისთვის საფრთხის შემცველი პროტესტის ჩასახშობად სასტიკი ძალა გამოიყენა.უფლებადამცველთა ჯგუფის HRANA-ს(ოფისი აშშ-ში) მიერ 5 თებერვალს გამოქვეყნებული მონაცემებით, დადასტურებულია 6941 ადამიანის სიკვდილი. მათგან 6495 საპროტესტო აქციების მონაწილე იყო, 171 - არასრულწლოვანი, 61 - მშვიდობიანი მოქალაქე, რომლებიც აქციებში არ მონაწილეობდნენ და 214 - სამთავრობო ძალების სამხედროები.უფლებადამცველთა თანახმად, დაღუპულთა რეალური რიცხვი გაცილებით მეტია, დაპატიმრებულების კი თითქმის 51 ათასი.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus