Добавить новость
World News in Georgian


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

ოლიმპიადის გახსნის წინ იტალიამ განაცხადა, რომ რუსი ჰაკერების თავდასხმა მოიგერიეს

იტალიამ რუსი ჰაკერების კიბერშეტევების მცდელობა აღკვეთა. ამის შესახებ 2026 წლის ზამთრის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიამდე ორი დღით ადრე განაცხადა იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანტონიო ტაიანიმ.

იტალია 2026 წლის ზამთრის ოლიმპიადის მასპინძელი ქვეყანაა.ოლიმპიადის გახსნის ცერემონია 6 თებერვალს გაიმართება მილანის სტადიონ „სან-სიროზე“.უკრაინის წინააღმდეგ ომის გამო რუსეთისა და მისი მოკავშირე ბელარუსის სპორტსმენებს ზამთრის ოლიმპიადის შეჯიბრებებში მონაწილეობა მხოლოდ ნეიტრალური სტატუსით შეუძლიათ.მინისტრმა ტაიანიმ 4 თებერვალს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ჰაკერთა სამიზნეებს შორის იყვნენ იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფისები, მათ შორის საელჩო ვაშინგტონში, ოლიმპიადასთან კავშირი მქონე საიტები და ზამთრის საკურორტო ქალაქ კორტინა დ'ამპეცოს სასტუმროები.

ზამთრის ოლიმპიადის შეჯიბრებები მილანის გარდა კორტინა დ'ამპეცოში გაიმართება.

კიბერთავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო რუსეთთან კავშირის მქონე ჰაკერების დაჯგუფებამ Noname057. სააგენტო „ფრანს პრესის“ ცნობით, ამ დაჯგუფებასთან დაკავშირებულ ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნებული განცხადებით, „ისჯება“ იტალიის მთავრობის „პროუკრაინული კურსი და უკრაინელი ტერორისტების მხარდაჭერა“.

იტალიის პოლიციის ინფორმაციით, 26 იანვრიდან მოქმედებს კიბერუსაფრთხოების სპეციალური ქვედანაყოფი, რომელიც ოლიმპიადასთან კავშირის მქონე საიტებს იცავს და მისი მიზანია პოტენციური საფრთხეები აარიდოს კრიტიკულად მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურას.

იტალიის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ზამთრის ოლიმპიური თამაშების ობიექტების უსაფრთხოების დასაცავად მობილიზებულია სამინისტროს 6000 თანამშრომელი, მათ შორის სნაიპერები, გამნაღმველები და ტერორიზმთან მებრძოლი ქვედანაყოფი.

2026 წლის ზამთრის ოლიმპიადა 22 თებერვალს დაიხურება.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus