57 წლის ზურაბ ცეცხლაძე გლდანის ციხის მოსაცდელში ზის, ხელში ორი წიგნი უჭირავს: „კაზუსები სისხლის სამართლის კერძო ნაწილში“ და „სისხლის სამართლის პრობლემები“. ლურჯ საქაღალდეში კი საეკლესიო სამართლის შესახებ ინტერნეტიდან ამობეჭდილი მასალები აქვს შენახული.