რუსთავის მე-12 ციხეში პატიმრობაში მყოფი პოლიტიკოსების მონახულების შემდეგ, სახალხო დამცველი აცხადებს, რომ მათ უმრავლესობას, - სხვა არაერთი ბრალდებულის მსგავსად, - არ აქვს გარესამყაროსთან კავშირის საშუალება და მხოლოდ ადვოკატთან და სახალხო დამცველის წარმომადგენელთან კომუნიკაცია შეუძლიათ.