Добавить новость


World News in Georgian


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

პესკოვი: პირველ თებერვლამდე კიევზე დარტყმების შეწყვეტა პრეზიდენტ ტრამპის პირადი თხოვნა იყო

რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დაადასტურეს, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს სთხოვა კიევზე დარტყმების დროებით შეწყვეტა.

ეს კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს დღეს, 30 იანვარს უთხრა. რუსულ სააგენტოებს, „ტასს“ და „ინტერფაქსს“ მოჰყავთ პესკოვის ციტატა, რომ „მართლაც, პრეზიდენტმა ტრამპმა პირადი თხოვნით მიმართა პრეზიდენტ პუტინს, ერთი კვირით - პირველ თებერვლამდე - თავი შეიკავონ კიევზე დარტყმებისგან, მოლაპარაკებებისთვის ხელსაყრელი პირობების შესაქმნელად“.

მედიის წარმომადგენლებმა პესკოვს ჰკითხეს, როგორი იყო რუსული მხარის პასუხი და ვრცელდება თუ არა დარტყმების შეჩერება მხოლოდ ენერგოობიექტებზე. პესკოვმა განაცხადა, რომ უკვე ნათქვამს ვერაფერს დაამატებს. მან არც ის დააკონკრეტა, როდის სთხოვა ტრამპმა პუტინს დარტყმების შეჩერება.

რუსეთის ჯარები დიდი ხანია ინტენსიურად უტევენ უკრაინის ენერგოობიექტებს. ენერგოკრიზისის გამო ქვეყანაში ელექტროენერგიის მიწოდების გრაფიკი მოქმედებს.

24 იანვარს რუსული რაკეტებითა და დრონებით მასირებული შეტევა იყო უკრაინის დედაქალაქ კიევზე, სადაც კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაზიანების გამო და ძლიერი ყინვის პირობებში გათბობის გარეშე დარჩა 6000-მდე სახლი. კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, 30 იანვრის მდგომარეობით, გათბობის გარეშე რჩება 378 მრავალბინიანი კორპუსი.

უკრაინის წინააღმდეგ ომის მხარდამჭერმა რამდენიმე რუსმა სამხედრო ბლოგერმა 29 იანვარს სოციალური ქსელებით გაავრცელა ცნობა, რომ 28 იანვარს რუსეთის ჯარებმა მიიღეს უკრაინის ენერგოობიექტებზე დარტყმების შეჩერების ბრძანება. 29 იანვარს კრემლის პრესმდივანმა პესკოვმა ამ ინფორმაციაზე კომენტარი არ გააკეთა. იმავე დღეს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს სთხოვა დარტყმების დროებით შეწყვეტა, რასაც ის დასთანხმდა.

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, გასულ ღამით უკრაინის ენერგოობიექტებზე შეტევა არ ყოფილა, მაგრამ რუსეთის არმია ლოგისტიკის ობიექტებზე გადაერთო.

დღეს, 30 იანვარს ზელენსკიმ ჟურნალისტებს უთხრა, რომ კიევსა და მოსკოვს შორის არ ყოფილა პირდაპირი დიალოგი და შეთანხმება ენერგოობიექტებზე დარტყმების შეწყვეტის შესახებ. ზელენსკის თანახმად, სხვადასხვა, „ყველაზე მგრძნობიარე“ საკითხი აბუ-დაბიში გამართულ შეხვედრაზე განიხილებოდა.

უკრაინამ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და რუსეთმა 23-24 იანვარს არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ-დაბიში გამართეს პირველი სამმხრივი მოლაპარაკება, რომელზეც ომის დასრულების პირობები განიხილებოდა.

სამმხრივი მოლაპარაკება 1 თებერვალს უნდა გაგრძელდეს.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus