Добавить новость


World News in Georgian


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარედ გოგა გულორდავა აირჩიეს

დღეს, 29 იანვარს, კომუნიკაციების კომისიის წევრებმა კომისიის თავმჯდომარედ სამი წლის ვადით, ფარული კენჭისყრით ერთხმად აირჩიეს გოგა გულორდავა.

გიგა გულორდავა, რომელიც 2016-2020 წლებში „ქართულ ოცნებას“ წარმოადგენდა მე-9 მოწვევის პარლამენტში, სახელმწიფოს კუთვნილ კომპანიაში - „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში“ - შიდა აუდიტის დირექტორად მუშაობდა 2025 წლის 1 ივნისიდან. ამავდროულად (2023 წლის 1 აგვისტოდან) იყო პროსახელისუფლებო „იმედის“ ფინანსური მონიტორინგისა და აუდიტის სამსახურის თანამშრომელი.

2013-2016 წლებში გულორდავა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებელი იყო.

2025 წლის დეკემბერში გოგა გულორდავა პარლამენტმა ComCom-ის წევრად 77 ხმით, ერთხმად დაამტკიცა. კომისიის წევრობა საქართველოში ერთ-ერთი მაღალანაზღაურებადი სამსახურია. წევრები ყოველწლიურად დაახლოებით 200 000 ლარს გამოიმუშავებენ, რაც თვეში საშუალოდ 16 000 ლარია.

გულორდავამ კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე, მილიონერი კახი ბექაური შეცვალა, რომელიც წევრის თანამდებობას 2014 წლიდან იკავებდა.

კახი ბექაური კომუნიკაციების კომისიის წევრი „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ გახდა. მანამდე ის იყო ამავე პარტიის დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ოჯახის ტელევიზიის, „მეცხრე არხის“ დირექტორი.

2023 წელს ბექაური მესამედ სამი წლის ვადით აირჩიეს კომისიის თავმჯდომარედ. ბექაურს კონკურენტი არ ჰყოლია.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus