Добавить новость
World News in Georgian


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

რადიო თავისუფლების ჟურნალისტმა ბავშვი გადაარჩინა კიევის ოლქში, რუსული დრონით განადგურებულ ბინაში

რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების სამხედრო კორესპონდენტმა მარიან კუშნირმა კიევის ოლქში გადაარჩინა 4 წლის გოგო, რომელიც რუსული დრონებით შეტევის შედეგად განადგურებულ ბინაში იმყოფებოდა. გოგონას დედა და მასთან ერთად მცხოვრები კაცი დაიღუპნენ.
რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის ცნობით, ჟურნალისტის მიერ გადარჩენილი ბავშვი მამამ და უფროსმა ძმამ წაიყვანეს და ამჟამად უსაფრთხოდაა.
გასულ ღამით, უკრაინაზე რუსეთის ჯარების მორიგი შეტევისას კიევის ოლქის ბელოგოროდის რაიონში დრონი ერთ-ერთ სახლს მოხვდა. ამ სახლში ცხოვრობს მარიან კუშნირიც.
ჟურნალისტის ნაამბობით, დრონი სახლის სახურავს შეეჯახა და აფეთქებამ ზედა სართულზე მდებარე ბინაში ხანძარი გამოიწვია. მარიან კუშნირმა აფეთქების კონკრეტული ადგილის ძებნა დაიწყო და ბინაში იპოვა პატარა გოგო, რომელიც ტიროდა და დედას ეძახდა.
ჟურნალისტმა ბავშვი ბინიდან გამოიყვანა. ბავშვის დედა და მამაკაცი დრონის დარტყმის შედეგად დაიღუპნენ.
„როცა გოგონა გამოვიყვანე, ძალიან ატირდა, შემდეგ ძლიერი კანკალი დაეწყო და მომეხვია. და მაშინ ძალიან მეტკინა, რადგან ომის ათი წლის განმავლობაში არასდროს განმიცდია გრძნობა, როცა ხელში გიჭირავს ოთხი წლის ბავშვი, ის ტირის, შენ კი აცნობიერებ, რომ დედამისი მკვდარია“, - თქვა მარიან კუშნირმა.


კიევის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მიკოლა კალაშნიკმა სოციალური ქსელებით 28 იანვარს, გამთენიისას გავრცელა ცნობა, რომ ბელოგოროდის რაიონში რუსული დრონებით დარტყმამ ხანძარი გამოიწვია მრავალბინიან სახლში, სადაც ორი ადამიანი დაიღუპა.
გასული ღამის განმავლობაში რუსეთის ჯარებმა კიევის ოლქის გარდა დაარტყეს ოდესის ოლქს, ქალაქებს, კრივოი-როგსა და ზაპოროჟიეს და სხვა რაიონებს. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, დაშავდა ათამდე ადამიანი, დაზიანდა სახლები, სხვა შენობები და საპორტო ინფრასტრუქტურა.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus