Добавить новость
World News in Georgian


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარე დააკავეს პოლიციელზე ძალადობისთვის

დაკავებულია ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარე, „ქართული ოცნების” წარმომადგენელი დავით შარაშიძე. „პოლიციელზე განხორციელებული ჯგუფური ძალადობის ბრალდებით" შარაშიძის დაკავების შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრომ(შსს) დღეს, 28 იანვარს დილით განაცხადა.

პოლიცია ეძებს შარაშიძესთან ერთად ჯგუფურ ძალადობაში მონაწილე ორ პირს, რომლებიც შსს-ს თანახმად, „მიმალვაში” არიან.

შსს-ს ინფორმაციით, „27 იანვარს, ოზურგეთში მდებარე ერთ-ერთ რესტორანში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარემ და მასთან ერთად მყოფმა ორმა მოქალაქემ ჯგუფურად იძალადეს პოლიციელზე, რომელიც იმ მომენტისთვის არ ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას”.

შსს-ს თანახმად, შარაშიძე და კიდევ ორი პირი ფიზიკურად გაუსწორდნენ პოლიციელს, რომელსაც დაზიანებები აქვს სახესა და სხეულზე.

სავარაუდოდ, იმის გამო, რომ პოლიციელი მომხდარის დროს სამსახურებრივ მოვალეობას არ ასრულებდა, შსს-მ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილის პრიმა მუხლის “ბ” ქვეპუნქტით დაიწყო, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს. საზოგადობრივი წესრიგის დამცველზე ჯგუფურად განხორციელებულ ძალადობას სისხლის სამართლის კოდექსის 353- მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტი განსაზღვრავს.

შსს-ში განაცხადეს, რომ გამოძიების დასრულებამდე ინციდენტში მონაწილე დაზარალებული პოლიციელი გათავისუფლებულია დაკავებული თანამდებობიდან და გადაყვანილია კადრების განკარგულებაში.

დავით შარაშიძე ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარე გახდა 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებში „ქართული ოცნების” გამარჯვების შემდეგ.მანამდე ის ჩოხატაურის მერი იყო.გასულ კვირაში, 19 იანვარს თავდაცვის და შინაგან საქმეთა სამინისტროს ორმა თანამშრომელმა, კიდევ ორ ადამიანთან ერთად, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ტყიბულში, ერთ-ერთ რესტორანში მყოფ შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ორ თანამშრომელსა და მათ თანმხლებ პირს.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus