Добавить новость


World News in Georgian


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

ევროკომისიამ გამოძიება დაიწყო ილონ მასკის ჩატ-ბოტ Grok-ის წინააღმდეგ

ევროპის კომისიამ ამერიკელი ბიზნესმენის, ილონ მასკის კომპანია xAI-ის ჩატ-ბოტ Grok-ის თაობაზე გამოძიება დაიწყო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით შიშველი ქალებისა და ბავშვების გამოსახულებების შექმნასთან დაკავშირებით.

„ევროპაში ვერცერთი კომპანია ვერ გააკეთებს ფულს ჩვენი ძირითადი უფლებების დარღვევით“, განაცხადა ორშაბათს, 26 იანვარს, ევროკომისიის წარმომადგენელმა ბრიუსელში.

თავის მხრივ, ევროკომისიის თავმჯდომარემ, ურზულა ფონ დერ ლაიენმა, აღნიშნა, რომ ევროკავშირი „არ მოითმენს ისეთ წარმოუდგენელ მოქმედებებს, როგორიცაა ქალებისა და ბავშვების ციფრული გაშიშვლება“ და არ დაუშვებს, რომ ინტერნეტის კორპორაციები ამაზე ფულს აკეთებდნენ.

ევროკომისია ამოწმებს, მასკის კომპანია X საკმარის ზომებს იღებთ თუ არა, რათა არ გავრცელდეს ჩატ-ბოტის მიერ გენერირებული გამოსახულებები, რომლებიც არღვევს ევროკავშირის კანონმდებლობას. გამოძიების თანახმად, ევროკომისიას მსხვილი ჯარიმის დაწესება შეუძლია.

თუ ეჭვი დადასტურდება, ეს იქნება მასკის კომპანიის მიერ ევროკავშირის ციფრული მომსახურების კანონის დარღვევა, რომელიც მსხვილ საინტერნეტო პლატფორმებს ავალდებულებს, მოაშორონ აკრძალული კონტენტი - სექსუალური ხასიათის გამოსახულებები, ბავშვთა პორნოგრაფია, სიკვდილის მუქარა და ნაცისტური სიმბოლიკა, რაც აკრძალულია როგორც ინტერნეტში, ისე საზოგადოებრივ ადგილებში.

დეკემბრის ბოლოს სოცქსელ X-ის მომხმარებლებმა მასობრივად დაიწყეს კომპანია xAI-ის მიერ შექმნილი ჩატ-ბოტის, Grok-ის გამოყენება რეალური ქალებისა და გოგონების გამოსახულებების შესაქმნელად და გამოსაქვეყნებლად. პროგრამა შესაძლებელს ხდის რეალური პირისთვის ბიკინის ჩაცმას ან სექსუალიზებულ პოზაში მის ჩვენებას. The New York Times-ის თანახმად, ამ გზით ცხრა დღის განმავლობაში ქალების 1,8 მილიონი გამოსახულება გამოქვეყნდა. ბრიტანული არასამთავრობო ორგანიზაცია CCDH-ის თანახმად, 23 ათას შემთხვევაში სურათებზე გამოსახული იყვნენ ბავშვები.

ილონ მასკმა პროგრამის მეშვეობით გენერირებული საკუთარი თავისა და რაკეტა SpaceX-ის სურათები გამოაქვეყნა შიშველი ქალის ტანით. მასობრივი კრიტიკის შემდეგ კომპანიის ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ შეზღუდა ამ ფუნქციის გამოყენება. ამჟამად Grok-ის დახმარებით გამოსახულებების შექმნა მხოლოდ ფასიანი ხელმოწერით შეიძლება, მაგრამ ევროკომისია ამ ზომას არასაკმარისად მიიჩნევს.

X-ის წინააღმდეგ საკუთარი გამოძიება დაიწყეს ავსტრალიაში, დიდ ბრიტანეთში, გერმანიასა და საფრანგეთში. Grok დროებით აკრძალეს ინდონეზიასა და მალაიზიაში, მაგრამ ამ უკანასკნელმა უკვე მოხსნა აკრძალვა.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus