Добавить новость


World News in Georgian


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

თბილისში გაუქმდა რუსული ჯგუფის t.A.T.u.-ს კონცერტი

გაუქმდა რუსული ჯგუფის, t.A.T.u.-ს თბილისში დაგეგმილი კონცერტი. ამის შესახებ ინფორმაცია დაადასტურა ბილეთების გაყიდვის სერვისმა Biletebi.ge-მ, რომლის ვებსაიტზეც მანამდე მითითებული იყო, რომ კონცერტი თბილისში, სპორტის სასახლეში 30 იანვარს იყო დაგეგმილი.

"პირველად საქართველოში - თბილისი. 1990-იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული რუსული პოპ დუეტის, t.A.T.u.-ს კონცერტი ძველ სპორტის სასახლეში (Old Sports Palace)“, - ნათქვამია ღონისძიების ანონსში.

Biletebi.ge-ს კონცერტის გაუქმების მიზეზები არ განუმარტავს. ჯგუფის წარმომადგენლებმა არ უპასუხეს რადიო თავისუფლების შესაბამის შეკითხვას. კონცერტის გაუქმების შესახებ სოციალურ ქსელში პოსტებს აქვეყნებენ მომხმარებლები, რომლებმაც ბილეთები შეიძინეს.

ჯგუფი t.A.T.u. 1999 წელს მოსკოვში პროდიუსერმა ივან შაპოვალოვმა ჩამოაყალიბა. დუეტში შედიოდნენ მომღერლები იულია ვოლკოვა და ლენა კატინა. პროექტი იმთავითვე ჩაფიქრებული იყო, როგორც პროვოკაციული და მიმართული იყო საერთაშორისო აუდიტორიაზე.

2000-იანი წლების დასაწყისში t.A.T.u. მსოფლიოში ცნობილი დუეტი გახდა, შეყვარებული სკოლის მოსწავლეების სადავო იმიჯის გამოისობით. სცენაზე კოცნას და სხვა განზრახ გამომწვევ ქმედებებს ფართო საზოგადოებრივი დისკუსიები და განსჯა ახლდა, თუმცა, მეორე მხრივ, ამან განაპირობა დუეტის კომერციული წარმატება და მედიის ყურადღება. მოგვიანებით შემსრულებლებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ ეს მხოლოდ მათი სასცენო იმიჯის კონცეფცია იყო და ემთხვეოდა მათი პირადი ცხოვრების წესს.

2003 წელს t.A.T.u. რიგაში "ევროვიზიის" კონკურსზე რუსეთს წარმოადგენდა სიმღერით "არ დაუჯერო, ნუ გეშინია", რომლითაც მესამე ადგილი დაიკავა.

2011 წელს დუეტი დაშლილად გამოცხადდა და მომღერლები სოლო კარიერას შეუდგნენ. თუმცა t.A.T.u., როგორც დუეტი, ჩნდებოდა სხვადასხვა ღონისძიებაზე, მათ შორის 2014 წლის სოჭის ოლიმპიადის გახსნაზე.

2022 წლიდან ჯგუფმა განაახლა ერთობლივი გამოსვლები. 2025 წლის ივლისში დუეტმა გაერთიანების შესახებ განაცხადა და კონცერტიც გამართა ანექსირებულ ყირიმში. ამის შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ წევრები შეიყვანეს „მიროტვორეცის“ (მშვიდობისმყოფელი) მონაცემთა ბაზაში, რომელიც აღრიცხავს იმ პირებს, რომლებიც, ვებსაიტის ავტორების აზრით, ჩართულნი არიან უკრაინის ინტერესების საწინააღმდეგო ქმედებებში.

2025 წლის ოქტომბერში Meduza-მ გამოაქვეყნა რეპორტაჟი t.A.T.u.-ს მოსკოვში გამართული კონცერტიდან, რომელშიც აღინიშნა, რომ ჯგუფი რუსულ ენაზე აღარ ასრულებს სიმღერას „ჭკუიდან გადავედი“, რომელიც ერთი ქალის მეორისადმი სიყვარულზე მოგვითხრობს. „ჩვენ პატივს ვცემთ ტრადიციებს, პატივს ვცემთ ჩვენი ქვეყნის კანონებს და ვმოქმედებთ გონიერების ფარგლებში", - განაცხადა იულია ვოლკოვამ. 2021 წელს ის პარტია „ედინაია როსიის“ პრაიმერებში მონაწილეობდა, ივანოვოს ოლქიდან სახელმწიფო დუმის დეპუტატობის კანდიდატების შერჩევაში.

რუსეთის უკრაინაში მასშტაბური შეჭრის შემდეგ, რუსი არტისტები, რომლებმაც ქვეყანა დატოვეს, ხშირად საჯაროდ გამოხატავენ ომის საწინააღმდეგო პოზიციას. t.A.T.u.-ს წევრებს ომის საწინააღმდეგო პოზიცია არ გამოუხატავთ. ჯგუფის სოციალური მედიის ანგარიშები მიუთითებს, რომ დუეტი გეგმავს კონცერტების სერიას რუსეთში - უფაში, ყაზანსა და ეკატერინბურგში - ასევე საზღვარგარეთ, მათ შორის სან-პაულუში.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus