Добавить новость
World News in Georgian


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

ზელენსკი: ლუკაშენკას შპიცს აქვს უფრო მეტი უფლებები, ვიდრე ბელარუს ხალხს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ - რომელიც 25 იანვარს ლიეტუვას სტუმრობს - პატივი მიაგო 1863 წლის იანვარში რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ ამბოხებულთა ხსოვნას. ამბოხებამ მოიცვა მაშინდელი პოლონეთის სამეფო და ამჟამინდელი ბელარუსისა და ლიეტუვის ტერიტორიები.

ვილნიუსში, ამბოხებულთა ხსოვნისადმი მიძღვნილ წირვაზე სიტყვით გამოსვლისას ზელენსკიმ ალიაქსანდრ ლუკაშენკას ხელმძღვანელობით მოქმედ ბელარუსის რესპუბლიკას უწოდა რუსეთის გენერალური გუბერნია და თქვა, რომ "ლუკაშენკას თეთრ შპიცის ახლა მეტი უფლებები აქვს, ვიდრე ბელარუს ხალხს".

ზელენსკის თქმით, ბელარუსში 2020 წელს მიმდინარე საპროტესტო დემონსტრაციები იმსახურებდა მეტ მხარდაჭერას ევროპის მხრიდან. მისი განცხადებით, უკრაინა, რომელიც ახლა რუსეთის აგრესიას იგერიებს, შესაძლოა იყოს იმის მაგალითი, რომ თავისუფლების ჭეშმარიტი ნების ჩახშობა შეუძლებელია. ზელენსკიმ გამოთქვა იმედი, რომ თავისუფლებას ბელარუსი ხალხიც მიაღწევს.

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ახლა ბელარუსის ხელისუფლება მხარს უჭერს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომს, მათ შორის პრაქტიკული ნაბიჯებით.

გარდა ზელენსკისა, ღონისძიებაში მონაწილეობდა ლიეტუვის პრეზიდენტი, გიტანას ნაუსედა, ასევე პოლონეთის პრეზიდენტი, კაროლ ნავროცკი. თავის გამოსვლაში ნაუსედამ თქვა, რომ თავისუფლების ნებამ, რომლის წინააღმდეგ 1863 წელსაც განხორციელდა რეპრესიები, რუსეთისგან "სამუდამოდ გამიჯნა" ოთხი ხალხი - ლიეტუველები, პოლონელები, უკრაინელები და ბელარუსები.

რადიო თავისუფლების ბელარუსული სამსახურის ცნობით, 1863 წელს ამბოხებულთა ხსოვნას წინა დღეს ვარშავაში მიაგო პატივი ბელარუსის ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, სვიატლანა ციხანოუსკაიამ.

ზელენსკის თქმით, ლიეტუვის პრეზიდენტთან შეხვედრაზე პირველ რიგში განიხილეს რუსეთის დარტყმების შედეგად დაზარალებული უკრაინის ენერგეტიკის საკითხები.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus