Добавить новость
World News in Georgian


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

მწვავე კრიტიკის შემდეგ ტრამპი ბრიტანელ სამხედროებს მამაც მებრძოლებს უწოდებს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა 25 იანვარს შეაქო "მამაცი" ბრიტანელი სამხედროები და მათ მეომრები უწოდა - ერთ დღეში მას მერე, რაც ავღანეთში ნატოს ძალების შესახებ მის განცხადებებს "შეურაცხმყოფელი და შემზარავი" უწოდა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა.

ტრამპის სიტყვებმა - რომ ევროპელი სამხედროები ავღანეთში ფრონტის წინა ხაზებზე არ იბრძოდნენ - მწვავე კრიტიკა გამოიწვია დიდ ბრიტანეთსა და ევროპაში.

დიდმა ბრიტანეთმა 457 სამხედრო დაკარგა ავღანეთში - რომელიც 1950-იანი წლების შემდეგ მისთვის იყო ყველაზე დიდი მსხვერპლის მომტანი მისია. ომის ყველაზე ინტენსიურ პერიოდში დიდი ბრიტანეთი რამდენიმე წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა მოკავშირეთა კამპანიას ჰელმანდში, ავღანეთის უდიდეს და ძალადობით ყველაზე მეტად მოცულ პროვინციაში, და ამავდროულად იყო აშშ-ის მთავარი მოკავშირე ერაყის ბრძოლის ველზე.

"გაერთიანებული სამეფოს დიადი და ძალიან მამაცი ჯარისკაცები ყოველთვის იქნებიან ამერიკის შეერთებული შტატების გვერდით!" - დაწერა ტრამპმა თავისი სოციალური ქსელით, Truth Social-ით. "ავღანეთში 457 დაიღუპა, ბევრი მათგანი მძიმედ დაშავდა და ისინი იყვნენ მებრძოლებში უდიდესებს შორის. ეს კავშირი ძალიან მტკიცეა, არ დაირღვევა" - წერს ის.

ანალიტიკოსების შეფასებით, რეაქცია, რომელიც ტრამპის განცხადებას სტარმერისგან მოჰყვა, იყო უჩვეულოდ მწვავე - რადგან სტარმერი, როგორც წესი, თავს არიდებდა ხოლმე აშშ-ის პრეზიდენტის პირდაპირ და საჯარო კრიტიკას.

სტარმერის ოფისმა გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმადაც პრემიერ-მინისტრი ტრამპს 25 იანვარს ელაპარაკა ამ საკითხზე.

"პრემიერ-მინისტრმა ილაპარაკა მამაც და გმირ ბრიტანელ და ამერიკელ ჯარისკაცებზე, რომლებიც ავღანეთში მხარდამხარ იბრძოდნენ და რომელთაგან ბევრი შინ არ დაბრუნდა" - წერია განცხადებაში. იქვე აღნიშნულია - "მათი თავგანწირვა არასოდეს არ უნდა დავივიწყოთ".

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus