Добавить новость


World News in Georgian


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

მოსკოვში მეოთხედ გაანადგურეს ანა პოლიტკოვსკაიას მემორიალური დაფა

მეოთხედ გაქრა ჟურნალისტ ანა პოლიტკოვსკაიას მემორიალური დაფა მოსკოვის იმ შენობიდან, რომელშიც ის 2006 წელს მოკლეს.

SOTAvision-ის ცნობით, აქტივისტები ბოლო კვირის განმავლობაში რეგულარულად კიდებდნენ სახელდახელოდ დამზადებულ ახალ დაფებს, თუმცა უცნობი პირები ყოველდღიურად აშორებენ მათ შენობის ფასადიდან.

პოლიტკოვსკაიას დაფა პირველად 18 იანვარს განადგურდა. ამის შემდეგ მოსკოვის სასამართლომ ათასი რუბლი ჯარიმა დააკისრა დაფის განადგურებაში ბრალდებულ ალექსანდრ ფილიპოვს. იგი წვრილმან ხულიგნობაში ცნეს დამნაშავედ. 22 იანვარს დროებითი დაფა კვლავ გაქრა.

„ნოვაია გაზეტა ევროპა“ იტყობინება, რომ დაფის განადგურებაში მონაწილეობა „ტელეგრამის დახურულ არხში“ აღიარეს ნეონაცისტებმა რუსეთში ტერორისტულ ორგანიზაციად მიჩნეული National Socialism / White Power (NS/WP)-დან.

„ნოვაია გაზეტამ“, სადაც პოლიტკოვსკაია მუშაობდა, ასევე განაცხადა, რომ „ამ და მსგავს დანაშაულებში არა ერთი ადამიანი, არამედ აშკარად ნეონაცისტური შეხედულებების მქონე პირთა ჯგუფი მონაწილეობდა“.

პოლიტკოვსკაია ჩეჩნეთში ადამიანის უფლებების დარღვევის შესახებ წერდა და მწვავედ აკრიტიკებდა რუსეთის ხელისუფლებას. „ნოვაია გაზეტას“ ჟურნალისტის მკვლელობაში დამნაშავედ ცნეს პოლიციის პოდპოლკოვნიკი დმიტრი პავლიუჩენკოვი, ლომ-ალი გაიტუკაევი, სერგეი ხაჯიკურბანოვი და ძმები მახმუდოვები - რუსტამი, იბრაგიმი და ჯაბრაილი. მათ შესაბამისად, 11 წლით, სამუდამო, 20 წლით, 14 წლით და 12 წლით პატიმრობა მიესაჯათ. დანაშაულის შემკვეთები ვერასდროს დაადგინეს და ამ საქმის ხანდაზმულობის ვადა 2021 წელს ამოიწურა. პოლიტკოვსკაიას ოჯახმა და მისმა თანამოაზრეებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ მის მკვლელობაში შესაძლოა ჩეჩნეთის ხელისუფლება ყოფილიყო ჩართული.

2023 წლის ნოემბერში სერგეი ხაჯიკურბანოვმა სასჯელაღსრულების კოლონია დატოვა უკრაინაში საბრძოლველად და ის შეიწყალეს.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus