Добавить новость


World News in Georgian


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

აბუ-დაბიში დახურულ კარს მიღმა გაიმართა რუსეთის, უკრაინისა და აშშ-ის სამმხრივი მოლაპარაკებები

აბუ-დაბიში დახურულ კარს მიღმა გაიმართა რუსეთის, უკრაინისა და აშშ-ის სამმხრივი მოლაპარაკებები. მისი შინაარსი უცნობია. წინასწარი მონაცემებით, მისი მთავარი თემა ტერიტორიული საკითხი უნდა ყოფილიყო. უკრაინულმა მხარემ მოლაპარაკებებს „პოზიტიური“ და „კონსტრუქციული“ უწოდა.

მოლაპარაკებები პარასკევს დაიწყო და შაბათს დასრულდა. მასზე უკრაინას წარმოადგენდა დელეგაცია ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, რუსტემ უმეროვის მეთაურობით, აშშ-ს - სპეციალური წარგზავნილი სტივ უიტკოფი, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სიძე ჯარედ კუშნერი და სპეციალური წარგზავნილი უკრაინის საკითხებში დენ დრისკოლი. რუსეთის დელეგაციას სათავეში ედგა გენშტაბის მთავარი სამმართველოს (გრუ) ხელმძღვანელი იგორ კოსტიუკოვი, დელეგაციაში შედიოდნენ თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები. დელეგაციის წევრთა ვინაობას ოფიციალურად არ ასაჯაროებენ, მაგრამ გამოცემა „აგენტსტვომ“ მოლაპარაკებების ამსახველ ფოტოებზე ამოიცნო ორი მათგანი - გრუ-ს ინფორმაციის სამმართველოს ხელმძღვანელის მოადგილე ალექსანდრ ზორინი და მთარგმნელი ილია კურეპოვი.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის თანახმად, მოლაპარაკებები შედგებოდა სხვადასხვა ფორმატისგან, მათ შორის იყო ცალკეული ჯგუფების შეხვედრები.

როგორც Reuters-ი იტყობინება არაბთა გაერთიანებული საამიროების მთავრობის წარმომადგენელზე დაყრდნობით, მოლაპარაკებების მსვლელობისას რუსეთისა და უკრაინის დელეგაციები „პირდაპირ ურთიერთობდნენ“.

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, მოლაპარაკებების მთავარი საკითხი იყო ომის დასრულების შესაძლო პარამეტრები. მან მაღალი შეფასება მისცა მოლაპარაკებების პროცესში აშშ-ის აქტიურ როლს.

ზელენსკის თქმით, სამივე მხარე შეთანხმდა, რომ თავთავიანთ მთავრობებს მოახსენებენ მოლაპარაკებების დეტალებს და ლიდერებთან შეათანხმებენ შემდგომ ნაბიჯებს.

ზელენსკის სიტყვებით, მოლაპარაკებებზე შეთანხმდნენ შემდგომი შეხვედრის დღის წესრიგზე. ეს შეხვედრა შესაძლოა მომავალ კვირაში გაიმართოს.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus