Добавить новость


World News in Georgian


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

გერმანიამ რუსეთის ელჩი გამოიძახა - ჯაშუშობის ბრალდებით ქვეყნიდან აძევებს რუს დიპლომატს

გერმანიამ 22 იანვარს ბერლინში რუსეთის ელჩი გამოიძახა.
პერსონა ნონ გრატად გამოაცხადეს და ქვეყნის დატოვება უბრძანეს რუს დიპლომატს, რომელიც ეჭვმიტანილია წინა დღეს ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ქალთან თანამშრომლობაში.

„გერმანიის მთავრობა არ შეეგუება ჯაშუშობას გერმანიაში - განსაკუთრებით, როცა ის დიპლომატიურ სტატუსს არის ამოფარებული “, - განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ X-ზე.

„დღეს რუსეთის ელჩი დავიბარეთ და ვაცნობეთ მას იმ პირის გაძევების შესახებ, რომელიც რუსეთის სახელით ჯაშუშობდა“, - განაცხადა სამინისტრომ საელჩოს სავარაუდო თანამშრომელზე მითითებით.

რუსეთის ომმა უკრაინაში მკვეთრად გაამწვავა დაძაბულობა მოსკოვსა და ნატოს წევრ გერმანიას შორის, რომელიც მტკიცედ უჭერს მხარს კიევს და რუსეთს ასევე ადანაშაულებს დრონებით თვალთვალში, საბოტაჟსა და დეზინფორმაციულ კამპანიებში.

AFP-სთვის მიწოდებულ განცხადებაში რუსეთის საელჩომ ბრალდებებს „სასაცილო, ნაჩქარევად შეთითხნილი პროვოკაცია“ უწოდა და დასძინა: „ჩვენ ნათლად განვაცხადეთ, რომ ბერლინის არამეგობრული ქმედებები უპასუხოდ არ დარჩებოდა“.

ინფორმაცია ამ საქმის შესახებ გავრცელდა 21 იანვარს, როდესაც ბერლინში პოლიციამ დააკავა სავარაუდო ჯაშუში, გერმანელ-უკრაინელი ბიზნესმენი ქალი.

სავარაუდოდ, მან გამოიყენა პირადი კონტაქტები გერმანიის თავდაცვის სამინისტროს მოქმედ და ყოფილ თანამშრომლებთან, რათა შეეგროვებინა ინფორმაცია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების, იარაღის მრეწველობის, დრონების გამოცდის ადგილების და სხვა მგრძნობიარე საკითხების შესახებ.
ჟურნალ „შპიგელის“ ცნობით, მისი თანამოსაქმე რუსეთის საელჩოდან იყო „გრუ-ს“ სამხედრო დაზვერვის სამსახურის ოფიცერი, რომელიც ფორმალურად სამხედრო ატაშეს მოადგილედ მუშაობდა. „შპიგელის“ თანახმად, ბერლინმა ამ პირს 72 საათის განმავლობაში ქვეყნის დატოვება უბრძანა.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus