Добавить новость
World News in Georgian


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

მარია კალესნიკავამ ევროკავშირს ლუკაშენკასთან მოლაპარაკებებისკენ მოუწოდა

რადიო „თავისუფალი ევროპის“ ბელორუსული სამსახურის ცნობით, მარია კალესნიკავამ, რომელიც ცოტა ხნის წინ გაათავისუფლეს ბელარუსში სხვა პოლიტიკურ პატიმრებთან ერთად, ევროკავშირის ლიდერებს მოუწოდა, დიალოგი აწარმოონ ბელარუსის ავტორიტარულ ლიდერ ალიაქსანდრ ლუკაშენკასთან.

Financial Times-თან ინტერვიუში, ოპოზიციის ლიდერ ვიქტარ ბაბარიკას შტაბის ყოფილმა ხელმძღვანელმა და 2020 წლის საპროტესტო აქციების ერთ-ერთმა ლიდერმა კალესნიკავამ აღნიშნა, რომ ევროპისგან იზოლაცია ლუკაშენკას რუსეთთან აახლოებს. „ეს ბელარუსს ნაკლებად უსაფრთხოს და ნაკლებად პროგნოზირებადს ხდის ევროპისთვის“, თქვა მან.

კალესნიკავას 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა და ის გარე სამყაროსგან იზოლირებული იყო. ის სხვა პოლიტიკურ პატიმრებთან ერთად გაათავისუფლეს შარშან დეკემბერში, ოთხ წელზე მეტი ხნის პატიმრობის შემდეგ. გათავისუფლების შემდეგ რამდენიმე კომენტატორმა გააკრიტიკა იგი იმისთვის, რომ უკრაინაში გამართულ პრესკონფერენციაზე ლუკაშენკას მადლობა გადაუხადა პოლიტპატიმრების გათავისუფლებისთვის. ეს მოხდა დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან კონტაქტების შედეგად. აშშ-მა მნიშვნელოვნად შეამსუბუქა მინსკის წინააღმდეგ სანქციები.

„ვერ ვხვდები, რატომ არ დაიწყო ევროპამ ლუკაშენკასთან მოლაპარაკებები შეერთებულ შტატებზე ადრე. აშკარაა, რომ, მაგალითად, გერმანიას ბელარუსთან გაცილებით უკეთესი კავშირები აქვს“, თქვა კალესნიკავამ და აღნიშნა, რომ ლუკაშენკას „პრაგმატულ ადამიანად“ მიიჩნევს. „თუ ის მზადაა სანქციების შემსუბუქების საპასუხოდ ჰუმანიტარული ნაბიჯები გადადგას, პატიმრების გათავისუფლებისა და დამოუკიდებელი მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის ბელარუსში საქმიანობის ნებართვის მიცემის ჩათვლით, ეს უნდა განხილულ იქნეს“, თქვა მან.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus