Добавить новость
World News in Georgian


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

Bloomberg: ტრამპი „მშვიდობის საბჭოში“ წევრობისთვის მილიარდ დოლარს ითხოვს

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ე.წ. „მშვიდობის საბჭოში“ მუდმივი ადგილის მოპოვების მსურველ ქვეყნებს სთხოვს შესატანს - მინიმუმ 1 მილიარდ დოლარს, იტყობინება Bloomberg-ი, რომელიც გაეცნო ჯგუფის წესდების პროექტს.


სახელმწიფოები, რომლებიც შესატანს გადაიხდიან წესდების ძალაში შესვლიდან პირველი წლის განმავლობაში, მიიღებენ მუდმივ წევრობას; სხვები კი - არაუმეტეს სამი წლის ვადით. დოკუმენტის თანახმად, ტრამპი „მშვიდობის საბჭოს“ პირველი თავმჯდომარე გახდება და გადაწყვეტს, თუ ვის მოიწვევს ორგანიზაციაში. მას ასევე ექნება ჯგუფის წევრების გარიცხვის უფლებამოსილება, თუ ეს გადაწყვეტილება არ იქნება დაბლოკილი ხმების ორი მესამედის უმრავლესობით.

ჯგუფში გადაწყვეტილებების მიღება მოხდება ხმათა უმრავლესობით; თითოეულ წევრ-სახელმწიფოს ექნება ერთი ხმა. თუმცა, როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, ყველა გადაწყვეტილება თავმჯდომარის მიერ უნდა დამტკიცდეს.

აშშ-ის ოფიციალურმა პირმა, რომლის ვინაობაც არ დასახელებულა, Bloomberg-ს განუცხადა, რომ შეგროვებული თანხები გამოყენებული იქნება „მშვიდობის საბჭოს“ მანდატის შესასრულებლად, რომელიც ღაზის სექტორის აღდგენას ეხება.


„მშვიდობის საბჭოს“ შექმნა თავდაპირველად ტრამპის სამშვიდობო გეგმის ნაწილი იყო, რომელიც ღაზის სექტორში კონფლიქტის მოგვარებას ისახავდა მიზნად. თუმცა, Financial Times-ის ცნობით, წესდების ტექსტში ღაზა არ არის ნახსენები. დოკუმენტის თანახმად, „მშვიდობის საბჭო“ არის „საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც მიისწრაფვის, ხელი შეუწყოს სტაბილურობას, სანდო და კანონიერი მმართველობის აღდგენას და მყარი მშვიდობის უზრუნველყოფას კონფლიქტით დაზარალებულ ან კონფლიქტის წარმოშობის საფრთხის ქვეშ მყოფ ტერიტორიებზე“.



როგორც Bloomberg-ი აღნიშნავს, ტრამპის კრიტიკოსები შიშობენ, რომ ამერიკის პრეზიდენტი ცდილობს, შექმნას გაეროს - რომელსაც ის დიდი ხანია აკრიტიკებს - ალტერნატივა ან კონკურენტი. ადრე Financial Times-ის წყარომ განაცხადა, რომ თეთრი სახლი „მშვიდობის საბჭოს“ „გაეროს პოტენციურ შემცვლელად... ერთგვარ პარალელურ, არაოფიციალურ ორგანოდ“ განიხილავს „ღაზის სექტორის გარეთ არსებული სხვა კონფლიქტების მოსაგვარებლად.“

გავრცელებული ინფორმაციით, ტრამპმა „მშვიდობის საბჭოს“ შემადგენლობაში შესასვლელად უკვე მიიწვია მსოფლიოს რამდენიმე ლიდერი, მათ შორის არგენტინის პრეზიდენტი ხავიერ მილეი, კანადის პრემიერმინისტრი მარკ კარნი და თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ტაიპ ერდოანი. Reuters-ის წყაროების ცნობით, მოწვევები მიიღეს ასევე საფრანგეთის, გერმანიისა და ავსტრალიის მმართველებმა. ევროკომისიის პრეზიდენტი ურზულა ფონ დერ ლაიენი საბჭოში ევროკავშირის წარმომადგენლად მიიწვიეს.

16 იანვარს თეთრმა სახლმა გამოაცხადა, რომ ღაზის სექტორის დამფუძნებელ-აღმასრულებელი საბჭოს შემადგენლობაში შევა შვიდი ადამიანი, მათ შორის აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, აშშ-ის პრეზიდენტის საგანგებო წარმომადგენელი სტივ უიტკოფი, ტრამპის სიძე ჯარედ კუშნერი და ბრიტანეთის ყოფილი პრემიერმინისტრი ტონი ბლერი.

ასევე შეიქმნება ღაზის სექტორის ცალკე აღმასრულებელი საბჭო, რომელიც 11 წევრისგან იქნება შედგენილი. მათ შორის არიან თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაკან ფიდანი, ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო პროცესის გაეროს საგანგებო კოორდინატორი სიგრიდ კააგი და არაბთა გაერთიანებული საამიროების საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრი, რიმ ალ-ჰაშიმი.

ისრაელის პრემიერმინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ საბჭოს შემადგენლობა ისრაელთან შეთანხმებული არ ყოფილა და მის პოლიტიკას ეწინააღმდეგება. Reuters-ი აღნიშნავს, რომ ეს შესაძლოა, საბჭოში ფიდანის ყოფნით იყოს გამოწვეული, რადგან ისრაელი ეწინააღმდეგება საბჭოს წევრებს შორის თურქეთის ყოფნას.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus