Добавить новость
World News in Georgian


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

ფაშისტური დაჯგუფების წევრებს პატიმრობა შეეფარდათ

რადიკალური ფაშისტური (ნეონაცისტური) დაჯგუფების წევრებს, ძალადობის ბრალდებით დაკავებულ 16 ადამიანს, მათ შორის 10 არასრუწლოვანს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
სასამართლო სხდომა დახურულ რეჟიმში გაიმართა, რადგან დაკავებულების ნაწილი არასრუწლოვანია.
საქმეს შინაგან საქმეთა სამინისტრო იძიებს სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით:
225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, რასაც ახლავს ძალადობა და მასში მონაწილეობა) - გათვალისწინებულია 6-დან 9 წლამდე სასჯელი;178-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ძარცვა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) - 5-დან 8 წლამდე პატიმრობა;144-ე პრიმა მუხლის მორე ნაწილის „ზ“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ორგანიზებული ჯგუფის მიერ წამება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ) - 12 წლამდე პატიმრობა (არასრულწლოვანთა კოდექსის მიხედვით).

მათი დაკავების დღეს, 16 იანვარს, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ვაჟა სირაძემ განაცხადა, რომ ძალადობრივი ჯგუფის წევრები თავს მოიხსენიებდნენ ნეონაცისტებად და ხელმძღვანელობდნენ ფაშისტური იდეოლოგიით.
შსს-ს ცნობით, ისინი განსაკუთრებული სისასტიკით ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალადობდნენ სხვადასხვა ასაკის პირებზე, ხოლო შემდეგ მათზე ძალადობის და ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის ამსახველ ფოტო-ვიდეო მასალას სხვადასხვა ინტერნეტ პლატფორმაზე აქვეყნებდნენ.
შსს-ს ცნობით, დაზარალებულია ათზე მეტი პირი, მათ შორის 4 არასრულწლოვანი.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus