Добавить новость
World News in Georgian


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

დონალდ ტრამპმა მადლობა გადაუხადა ირანის ხელმძღვანელობას "დაგეგმილი ჩამოხრჩობის" გაუქმებისთვის

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 16 იანვარს ირანის ხელმძღვანელობას მადლობა გადაუხადა მას შემდეგ, რაც განაცხადა, რომ თეირანმა გააუქმა სასტიკი რეპრესიების დროს დაკავებული ასობით დემონსტრანტის სიკვდილით დასჯა.
ირანს საჯაროდ არ გამოუცხადებია სიკვდილით დასჯის გეგმები და არც მათი გაუქმების შესახებ განუცხადებია, წერს სააგენტო Reuters-ი.

16 იანვარს, როგორც ირანელები იტყობინებიან, ირანის მთავრობის სისხლიანმა რეპრესიებმა, როგორც ჩანს, ამ ეტაპზე ზოგადად ჩაახშო საპროტესტო აქციები.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, რომლის მუქარის შემცველ სიტყვებში შედიოდა პირობა, რომ „ძალიან მკაცრ ზომებს მიიღებდა",
თუ ირანი დემონსტრანტებს სიკვდილით დასჯიდა, განაცხადა, რომ თეირანის მმართველებმა მასობრივი ჩამოხრჩობები გააუქმეს.

„მე დიდ პატივს ვცემ იმ ფაქტს, რომ ირანის ხელმძღვანელობამ გააუქმა ყველა დაგეგმილი ჩამოხრჩობა, რომელიც გუშინ უნდა შემდგარიყო (800-ზე მეტი). გმადლობთ!“ - დაწერა ტრამპმა თავის Truth Social ქსელში.
ტრამპი ბოლო ორი კვირის განმავლობაში არაერთხელ დაემუქრა ირანს სამხედრო ძალის გამოყენებით, რათა დახმარებოდა საპროტესტო აქციის მონაწილეებს. უფლებადამცველი ჯგუფების თქმით, ირანის ძალებმა ათასობით ადამიანი მოკლეს.

თუმცა ახლა ის თავს იკავებს ჩარევისგან მას შემდეგ, რაც 14 იანვარს განაცხადა, რომ უთხრეს, რომ დახვრეტა შეწყდა.

ტრამპმა ასევე უარყო სპარსეთის ყურის ქვეყნების ოფიციალური პირების კომენტარები იმის შესახებ, რომ საუდის არაბეთი, კატარი და ომანი ცდილობდნენ, გადაერწმუნებინათ თავდასხმის განხორციელებისგან და თქვა, რომ ეს სწორედ ირანის მოქმედებამ გადააფიქრებინა.

„არავის დავურწმუნებივარ - მე თვითონ დავარწმუნე ჩემი თავი“, - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს პარასკევ საღამოს, როცა თეთრი სახლიდან გავიდა, შაბათ-კვირას ფლორიდაში გამგზავრების მიზნით.

„მათ არავინ ჩამოუხრჩვიათ. მათ ჩამოხრჩობა გააუქმეს. ამან იქონია
დიდი გავლენა.“
მასობრივი დემონსტრაციები, რომლებსაც წინ ეკონომიკური კრიზისი უსწრებდა, 28 დეკემბრიდან დაიწყო თეირანსა და სხვა მრავალ ქალაქში.
უფლებადამცველები იუწყებიან დიდ მსხვერპლზე.

HRANA-ს მონაცემებით, 617 საპროტესტო აქციაზე ირანის 187 ქალაქში, სულ მცირე, 18 470 ადამიანი დააკავეს, ხოლო მოკლულთა დადასტურებული რიცხვი 2 615-ს უდრის.
IHRNGO-ს, ნორვეგიაში დაფუძნებული უფლებადამცავი ჯგუფის მონაცემებით, საყოველთაო საპროტესტო აქციების დაწყებიდან თვრამეტი დღის განმავლობაში, სულ მცირე, 3 428 დემონსტრანტი დაიღუპა.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus