Добавить новость


World News in Georgian


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის ოჯახი გენერალური პროკურორის გადადგომას მოითხოვს

გენერალურ პროკურატურასთან საპროტესტო აქციას მართავენ მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის ოჯახის წევრები, ადვოკატები და მხარდამჭერები.

აქციაზე სიტყვით გამოსვლისას, ოჯახის ერთ-ერთმა ადვოკატმა ზაზა ხატიაშვილმა მოითხოვა გენერალური პროკურორის, გიორგი გვარაკიძის გადადგომა. მოგვიანებით ეს მოთხოვნა გაიმეორა გიგა ავალიანის ბიძამაც.

ზაზა ხატიაშვილის სიტყვებით, თუ 17 იანვრამდე გიორგი გვარაკიძე არ გადადგება, 15:00 სთ-ზე აქციას გამართავენ და გიგა ავალიანის დედა ეკა კუპატაძე შიმშილობას დაიწყებს.

„ვითხოვთ გენერალური პროკურორის, გიორგი გვარაკიძის გადადგომას. ყველა ადამიანი ერთი დღე ვიშიმშილებთ, ყველა, ვისაც მოგვინდება, ვიშიმშილებთ, სანამ ეს კაცთმოძულე პროკურორი არ მოგვშორდება", - თქვა ზაზა ხატიაშვილმა.

მან მიმართა ქართველ ემიგრანტებს, საქართველოს საელჩოების შენობებთან გამართონ გამაფრთხილებელი აქცია. ამასთან, მისი თქმით, "საქართველოს ყველა ქალაქში გაიმართება აქცია კაცთმოძულე პროკურორის გადადგომის მოთხოვნით".

აქციაზე გიგა ავალიანის დედამ ეკა კუპატაძემ შეკრებილებს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის და კიდევ ერთხელ მოუწოდა პროკურატურას თავისი შვილის საქმის კვალიფიკაციის შეცვლისკენ. ოჯახი გამოძიების გაგრძელებას მოითხოვს ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით, რათა "განსასჯელის სკამზე აღმოჩნდეს" დანაშაულთან შესაძლო კავშირში მყოფი ყველა ადამიანი.

გუშინ, 7 იანვარს, საქართველოს პროკურატურამ გიგა ავალიანის საქმესთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. უწყებამ მზაობა გამოთქვა, შეხვდეს გიგა ავალიანის ოჯახის წევრებს და განუმარტოს თითოეული საგამოძიებო მოქმედების და ამ მოქმედებათა საფუძველზე დაკავებული პირების ქმედების სამართლებრივი კვალიფიკაციის მინიჭების საფუძვლები.

გამოძიების თანახმად, 1 ოქტომბერს 28 წლის გიგა ავალიანს თემქის დასახლებაში, სახლთან ახლოს, 17 წლის არასრულწლოვანი ფიზიკურად გაუსწორდა.ძალადობა ტელეფონით გადაიღო მასთან ერთად მყოფმა კიდევ ერთმა არასრულწლოვანმა - 16 წლის მოზარდმა. ისინი შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.სასტიკად ნაცემი გიგა ავალიანი ღამის 11 საათისთვის იქვე მცხოვრებმა ბავშვებმა უგონოდ იპოვეს და სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოიძახეს.გიგა ავალიანმა 23 დღეს იცოცხლა და 24 ოქტომბერს გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა.სისხლის სამართლის საქმეზე დაკავებული და ბრალდებულია ოთხი არასრულწლოვანი.ერთს ბრალდება წარდგენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა), ხოლო სამს 376-ე მუხლის პირველი ნაწილით (დანაშაულის შეუტყობინებლობა იმის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ მზადდება და ჩადენილია მძიმე დანაშაული) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის".შსს განაგრძობს გამოძიებას ცალკე გამოყოფილ საქმეზე.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus