Добавить новость


World News in Georgian


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

შვეიცარიის სამთო კურორტზე კატასტროფული ხანძარი მაგიდის ფეიერვერკმა გამოიწვია

შვეიცარიაში გამომძიებლებმა დაადგინეს, რომ ამ ქვეყნის სათხილამურო კურორტ კრანს-მონტანაში ახალი წლის ღამეს ხანძრის კატასტროფა მაგიდის ფეირვერკმა, ე.წ. ბენგალიურმა შუშხუნებმა გამოიწვია. კატასტროფას 40 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა და 119 დაშავდა - უმეტესობა იმდენად მძიმედ, რომ მათი სიცოცხლე კრიტიკულ მდგომარეობაში რჩება.

დაშავებულები მკურნალობენ ჟენევისა და ლოზანის დამწვრობის ცენტრებში, ასევე საზღვარგარეთ, მათ შორის გერმანიაში. ექიმების თქმით, ბევრმა მიიღო არა მხოლოდ გარეგანი, არამედ შინაგანი დამწვრობაც. მკურნალობა, სავარაუდოდ, თვეების განმავლობაში გაგრძელდება.

ხელისუფლების ცნობით, დაზარალებულთა უმეტესობა შვეიცარიის მოქალაქეა, 25 მათგანი საფრანგეთიდან და იტალიიდან და სხვა ქვეყნებიდან არიან.
ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, ყველა მსხვერპლის იდენტიფიცირებას შესაძლოა დღეები დასჭირდეს. ექსპერტები ამ მიზნით სტომატოლოგიურ და დნმ-ის ნიმუშებს იყენებენ. მათ ოჯახების ინფორმირებამდე ხაზი გაუსვეს „100 პროცენტიანი დარწმუნების“ აუცილებლობას.

ამასობაში, როგორც ჩანს, ავარიის მიზეზი დადგინდა. გენერალურმა პროკურორმა ბეატრის პილუმ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ სამაგიდო ფეიერვერკი ბარის ჭერთან ძალიან ახლოს მიიტანეს და ჭერს ცეცხლი წაეკიდა.
ინტერნეტში გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს, თუ როგორ გადააქვთ ისინი ბარში შამპანურის ბოთლებით. გამომძიებლებმა განაცხადეს, რომ ახლა შეისწავლიან, დაცული იყო თუ არა ბარში ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების წესები. ხანძარი ახალი წლის ღამის აღნიშვნის დროს, დილის ადრეულ საათებში გაჩნდა.

კრანს-მონტანა შვეიცარიის ალპებში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული ადგილია და, როგორც წესი, სრულად არის დაჯავშნილი ისეთი დღესასწაულების დროს, როგორიცაა შობა და ახალი წელი, სადაც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ათასობით სტუმარი ჩადის.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus