Добавить новость


World News in Georgian


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

IAEA ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე: ბირთვული კატასტროფა არავის ინტერესეებშია

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო (IAEA) აცხადებს, რომ სამხედრო კონფლიქტის ორივე მხარესთან თანამშრომლობს უკრაინის ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურისთვის გარედან ელექტრომომარაგების აღდგენის მაქსიმალურად სწრაფად მისაღწევად.

სააგენტოს დირექტორი რაფაელ მარიანო გროსი ბოლო დღეებში შეხვდა რუსეთის ფედერაციისა და უკრაინის მაღალჩინოსნებს ზაპოროჟიეს ელექტროსადგურზე უსაფრთხოების მდგომარეობის განსახილველად. კონფლიქტის მიმდინარეობის პერიოდში ატომურ ელექტროსადგურს 23 სექტემბერს მეათედ სრულად შეუწყდა გარედან ელექტროენერგიის მიწოდება:

“ევროპის უდიდესი ატომური ელექტროსადგური ელექტროენერგიით გარედან მომარაგების გარეშეა უკვე კვირაზე მეტია, რაც არის ომის სამნახევარ წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში ყველაზე ხანგრძლივი ასეთი მოვლენა. ელექტროქსელთან კავშირის სწრაფად აღდგენის მიზნით, მუდმივი კონტაქტი მაქვს ორივე მხარესთან

მიუხედავად იმისა, რომ ახლა სადგური აგრძელებს მუშაობას საგანგებო ვითარებისთვის განკუთვნილი დიზელის გენერატორების - დაცვის ბოლო ხაზის - მეშვეობით და სანამ გენერატორები მუშაობს, არ არსებობს მყისიერი საფრთხე, ეს ნამდვილად არ არის მდგრადი სიტუაცია ბირთვული უსაფრთხოების თვალსაზრისით. ბირთვული კატასტროფა არც ერთ მხარეს მოუტანს სარგებელს”.

ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ინფორმაციით, გარე მომარაგება შეწყდა გასული კვირის სამშაბათს, დილის 4:56 საათზე, როცა დარჩენილი ერთადერთი მომარაგების ხაზი დაზიანდა სადგურიდან დაახლოებით ერთნახევარ კილომეტრში სამხედრო მოქმედებების შედეგად, რის შემდეგაც ავტომატურად ჩაირთო სათადარიგო დიზელის გენერატორები, რითაც საჭირო ელექტროენერგია მიეწოდება სადგურის უსაფრთხოების სისტემებს და აგრილებს ექვს რეაქტოსა და გამოყენებულ საწვავს.

საერთაშორისო სააგენტოს განცხადებით, ზაპოროჟიეს სადგურზე რეაქტორები უკვე სამ წელიწადზე მეტია გაჩერებულია, რის გამოც მიმდინარეობს ატომური საწვავის გაგრილება და შემცირებულია რადიოაქტიური მასალის ოდენობა საწვავში - ბირთვული უსაფრთხოების მხრივ ვითარება არ არის ისეთი საშიში, როგორიც იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუკი სადგური ელექტროენერგიის გამომუშავების რეჟიმში იმუშავებდა.

თუმცა, ელექტროენერგიით გარე მომარაგებისა და დიზელის გენერატორების სრულად გათიშვის შემთხვევაში, ბირთვული საწვავი შესაძლოა გალღვეს, თუკი დროულად არ აღდგება ელექტროენერგიის მიწოდება.

“რეაქტორის ბლოკებისა და გამოყენებული საწვავის ამჟამინდელი მდგომარეობა სტაბილურია მანამდე, სანამ საავარიო დიზელის გენერატორები საკმარის სიმძლავრეს უზრუნველყოფენ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ფუნქციებისა და გაგრილების შესანარჩუნებლად.

“მიუხედავად ამისა, უკიდურესად მნიშვნელოვანია გარე ელექტრომომარაგების აღდგენა. მტკიცედ მოვუწოდებ ორივე მხარეს, ითანამშრომლონ ჩვენთან და უზრუნველყონ ამ აუცილებელი რემონტის განხორციელება. როგორც არაერთხელ მითქვამს, ბირთვული კატასტროფა არავის ინტერესეებშია და ყველაფერი უნდა გაკეთდეს მის თავიდან ასაცილებლად.

ატომური ელექტროსადგურის რადიაციის მონიტორინგისა და IAEA-ს გუნდის საკუთარი გაზომვის შედეგებით, ბოლო კვირის განმავლობაში რადიაციის დონე ნორმის ზღვარს არ აცდენია არც სადგურზე და არც მის მიღმა.

ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე არსებულ ვითარებაზე დღეს თავის ვიდეომიმართვაში ილაპარაკა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმაც. მან განაცხადა:

"უკვე მეშვიდე დღეა - სხვათა შორის ასეთი რამ აქამდე არასდროს მომხდარა - რაც ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე საგანგებო ვითარებაა. სიტუაცია კრიტიკულია. რუსების მიერ დაბომბვის გამო ელექტროსადგურს შეწყვეტილი აქვს ელექტრომომარაგება, გათიშულია ელექტროქსელიდან და ელექტროენერგიით მარაგდება დიზელის გენერატორებიდან. ეს საგანგებო ვითარებაა. გენერატორები და ელექტროსადგური ამაზე გათვლილი არ არის და ამ რეჟიმში ასე ხანგრძლივად არასდროს უმუშავია. უკვე გვაქვს ინფორმაცია, რომ ერთი გენერატორი მწყობრიდან გამოვიდა. რუსეთის მხრიდან დაბომბვა ხელს უშლის ენერგოხაზების შეკეთებას და საბაზისო უსაფრთხოების აღდგენას. ეს არის საფრთხე ყველასთვის. არც ერთ ტერორისტს მსოფლიოში არ გაუბედავს ისე მოპყრობა ატომურ ელექტროსადგურთან, როგორც ახლა რუსეთი ეპყრობა. სწორია, რომ მსოფლიო ჩუმად არ იყოს".

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus