Добавить новость
World News in Georgian


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

გერმანია განაახლებს ჰუმანიტარული ვიზების გაცემას რუსეთის და ბელარუსის მოქალაქეებზე

გერმანია განაახლებს ჰუმანიტარული ვიზების გაცემას რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეებზე. ამ ინფორმაციით გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უპასუხა მედიასაშუალება Deutsche Welle-ის კითხვას.

"განახლდება იმ პირთა მიღების პროცედურები, რომლებიც განსაკუთრებულ საფრთხეს ექვემდებარებიან თავიანთი მუშაობისთვის სიტყვის თავისუფლების, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დასაცავად, ან ვისი მიღებაც სხვა მიზეზებით წარმოადგენს პოლიტიკურ ინტერესს" - აცხადებს სამინისტრო.

განცხადებაში არ არის დაზუსტებული როდის განახლდება დოკუმენტების მიღება რუსებისგან და ბელარუსებისგან.

მორატორიუმის გაუქმების შესახებ მანამდე, ღია კარის დღეზე უკვე ილაპარაკა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს რუსეთისა და ბელარუსის საქმეების განყოფილების ხელმძღვანელმა, მიხაილ ნოვაკმა.

გერმანია უწინ გასცემდა ჰუმანიტარულ ვიზებს იმ პირებზე, რომლებიც განსაკუთრებულ საფრთხეს ექვემდებარებოდნენ ომის წინააღმდეგ გაწეული ძალისხმევისთვის, დემოკრატიის და ადამიანის უფლებების დაცვისთვის და რუსეთში, ირანსა და ბელარუსში რეჟიმების კრიტიკისთვის. 2022 წლის მაისის შემდეგ ამგვარი ვიზები გაიცა რუსეთის 2500-მდე მოქალაქეზე, 2021 წლის მარტის შემდეგ - ბელარუსის 400-ზე მეტ მოქალაქეზე.

ვიზების გაცემის პროცესი შეჩერდა 2025 წლის ივლისში, მას მერე, რაც ახალმა მმართველმა კოალიციამ გამოაცხადა, რომ აპირებს შეზღუდოს უცხოელთა მიღების პროგრამები.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus