Добавить новость


World News in Georgian


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

WSJ: აშშ-მა დაამტკიცა უკრაინისთვის ERAM-ის ტიპის 3000-ზე მეტი რაკეტის მიყიდვის გეგმა

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ დაამტკიცა გეგმა, რომელიც ითვალისწინებს უკრაინისთვის მოქმედების გაფართოებული რადიუსის 3350 რაკეტის (ERAM) მიყიდვას - იუწყება გამოცემა The Wall Street Journal-ი, წყაროებზე დაყრდნობით. რაკეტები უკრაინაში ჩავა დაახლოებით ექვსი კვირის ვადაში.

გაზეთის წყაროთა სიტყვებით, 850 მილიონი დოლარის ღირებულების შეიარაღების პაკეტი მოიცავს "სხვა საგნებსაც" და ის ძირითადად ევროპის ქვეყნების მიერაა დაფინანსებული. წყაროები აღნიშნავენ, რომ რაკეტების გაყიდვის შესახებ გადაწყვეტილების მიღება გადადებული იყო აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის შეხვედრებამდე რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტებთან, ვლადიმირ პუტინთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან.

აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა გამოცემას უთხრეს, რომ 450-მდე კილომეტრის რადიუსში მოქმედი ERAM-ის რაკეტების გამოყენებისთვის უკრაინას პენტაგონის ნებართვა დასჭირდება.

იწყებიან, რომ გაზაფხულის ბოლო პერიოდიდან აშშ უკრაინას არ აძლევს უფლებას რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმები გრძელი რადიუსის რაკეტებით განახორციელოს. საქმე ეხება არა მხოლოდ ამერიკულ რაკეტებს, არამედ იმ იარაღსაც, რომელიც უკრაინას ევროპის ქვეყნებმა მიაწოდეს და რომელთა კონსტრუქციაც მოიცავს აშშ-ში წარმოებულ კომპონენტებს.

კერძოდ, პენტაგონის თანხმობა ესაჭიროება Storm Shadow-ის ტიპის ბრიტანული რაკეტების გამოყენებას.

გრძელი რადიუსის იარაღის გამოყენების შესახებ კიევის განაცხადების განხილვის მექანიზმი შეიმუშავა აშშ-ის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ელბრიჯ კოლბიმ. გადაწყვეტილების მისაღებად საბოლოო სიტყვა ეკუთვნის თავდაცვის მინისტრ პიტ ჰეგსეთს.

WSJ აღნიშნავს, რომ დატყმების განხორციელებაზე დასტურის შესახებ პენტაგონის მოთხოვნამ ფაქტობრივად გააუქმა წინა პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მხრიდან უკრაინისთვის გაცემული ნებართვა რუსეთის ტერიტორიაზე იერიშების ATACMS-ის ტიპის რაკეტებით წარმოებაზე.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus