მოსამართლე ლელა მარიდაშვილმა ლევან ჯანგველაძის შეკვეთილი მკვლელობის საქმეზე დაკავებულ სამივე კაცს: გიორგი მიქაძეს, გიორგი კაჭკაჭიშვილსა და მამუკა ბაღდავაძეს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. დაუსწრებლად პატიმრობა შეეფარდათ გიორგი ჯოხაძესა და დავით მიქაძესაც. მათზე ძებნაა გამოცხადებული.