„თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატები აპირებენ კიდევ ერთხელ მიმართონ პროკურატურას - “ქართული ოცნების” გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადების შემდეგ, რაც თავდაყირა აყენებს სუსის ვერსიას - ბაჩიაშვილის დაკავების ეპიზოდის შესახებ.