თედო აბრამოვის საქმე - ლაივბლოგი (14/08/2025)
თევდორე აბრამოვის განაჩენამდე ორი პროცესია დარჩენილი. დღეს საბოლოო სიტყვას იტყვის დაცვის მხარე. სავარაუდოდ, ამ უფლებით ისარგებლებს ბრალდებულიც, რომელიც სასამართლოს წინაშე უკვე გამოიკითხა.
აბრამოვს დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვას ედავებიან. ის აქციაზე მიმავალი დააკავეს.