იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები, ევა გოცირიძე, კახა სოფრომაძე და ვახტანგ თორდია, სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ, ლევან მურუსიძის არჩევასთან დაკავშირებით განმარტებით განცხადებას ავრცელებენ. მიუხედავად იმისა, რომ კანონის თანახმად, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეების შერჩევის პროცედურის დროს კენჭისყრა ფარულია, დიდი საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, აუცილებლად მივიჩნევთ, გავასაჯაროოთ ბატონი ლევან მურუსიძის მიმართ ჩვენს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შინაარსი და ამასთანავე, […]