საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება „აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის შუამავლობით“ აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებს შორის შეთანხმებას. განცხადებაში, რომელიც ამ საკითხზე უწყებამ გაავრცელა, წერია, რომ „საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს რეგიონში მშვიდობის განმტკიცებას და თანამშრომლობის გაძლიერებას“.